„ადამიანები არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და...“ - მაია ბუწაშვილი გვირჩევს, როგორ ვუმკურნალოთ გახანგრძლივებულ ხველას მარტივად

ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გახანგრძლივებულ ხველასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.

ბუწაშვილი წერს, რომ ხშირად ადამიანები არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებსაც იღებენ.

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ „ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს.”

„ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს “ხველის წამალი”, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა “უნდა მოურჩინოს”. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.

“ხველის წამლების” ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას “არ შველის”, უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს – „წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.

ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც “მორჩენა” კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.

„ხშირად მომმართავენ კითხვით – ადამიანი, რომელიც ხანგრძლივად ახველებს, არის თუ არა ვირუსის მატარებელი და უნდა მოერიდოს თუ არა თავშეყრის ადგილებს“ – ინფექციონისტი გვირჩევს, როგორ ვუშველოთ ხანგრძლივ ხველას

მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა. ამიტომ, ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს. მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიხებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.

საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი. ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია,” – წერს მაია ბუწაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326

19 წლის ქალი
„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა... არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.   „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...

სოცმედია 1713530097

ლავროვი
"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს" - ლავროვის მხარდაჭერა "ოცნებას"

"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონთან დაკავ...

პოლიტიკა 1713528981

ბასხაჯაური
“ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას” – ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ა...

საზოგადოება 1713528929