„ახალი ხედვა“ - ლიდერი სამედიცინო მაღაზიათა ქსელი
ჯანმრთელობა • 1725879637
კომპანია “ახალი ხედვა” იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. სამედიცინო მაღაზიების ქსელში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: Anita/ანიტა, მორსა/MorsaCyberg, ბაუერფეინდი/Bauerfeind, FDI France, დარკო/Darco და სიგვარისი/Sigvaris. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ANITA - 1886 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ბრენდია. 137 წლიანი გამოცდილების კომპანია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ხარისხიანსა და თანამედროვე საორსულე პროდუქციას ქმნის. უმაღლესი ხარისხის საორსულე ბანდაჟები, ორსულებისა და მეძუძური დედების ბიუსტჰალტერების შეძენა “ახალი ხედვის” მაღაზია შოუ-რუმში, ვაჟა-ფშაველას 27ბ ნომერში შეგიძლიათ
● SIGVARIS - შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერი ბრენდია. SIGVARIS ვარიკოზის საწინააღმდეგო გეტრების, ჩულქებისა და კოლგოტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს.
● MORSA CYBERG - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას. საქართველოში კომპანია „ახალი ხედვა“ მათი ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ ორთოპედიულ პროდუქტს სთავაზობს.
“ახალი ხედვის” პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ კომპანიის მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე - akhalikhedva.ge. თბილისის მასშტაბით ჩვენი კონსულტანტი მოგაწვდით პროდუქციას, რეგიონებში კი ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეკვეთას. განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” მოთხოვნადი სამედიცინო ნივთები:
● ორთოპედიული ფიქსატორები - სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მზადდება უდრეკი ან რბილი მასალისგან და ინიშნება სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით.
● ვარიკოზული მოვლის საშუალებები - ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან ვარიკოზის პრევენციისთვის საპროფილაქტიკო დანიშნულებით გამოიყენება.
● ავადმყოფის მოვლის საშუალებები - სამედიცინო პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი, ყავარჯნები, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთები.
● ორთოპედიული სუპინატორები - მათი გამოყენება რეკომენდებულია მაღალი თაღის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. ამიტომ სუპინატორების ტარება სპორტული და პროფესიული დატვირთვის, ორსულობის, სქოლიოზის, რევმატული დაავადებებისა და პათოლოგიების დროსაც რეკომენდებულია.
კონსულტაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 032 2 18 25 38
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345











