“ახალი ხედვის” ორთოპედიული ფიქსატორები

ჯანმრთელობა 1659524087    63

ფეხი

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიულ პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა ,  კომპანია  გორში,  ქუთაისსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი.  ,,ახალი  ხედვის” მაღაზიებში  ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Darco-ს, Berger-ისა  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. ორთოპედიულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ორთოპედიული ფიქსატორები. მათი შეძენა, დათვალიერება და მათზე ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია როგორც კომპანიის ფილიალებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე: akhalikhedva.ge

რა ორთოპედიულ ფიქსატორებს გვთავაზობთ “ახალი ხედვა”?

ორთოპედიული ფიქსატორების მაღალი ხარისხი სწრაფი რეაბილიტაციისა და მკურნალობის გარანტია. ამის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გამოცდილება კომპანია “ახალ ხედვას” აქვს. “ახალ ხედვაში“ წარმოდგენილი სამედიცინო ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. კომპანიის მაღაზიებში სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ფიქსატორებია ხელმისაწვდომი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

● მხრის ფიქსატორი - სპეციალური მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა, რომელიც მხრისა და მკლავის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის გამოიყენება. მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას ძირითადად მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობენ ის მომხმარებლებიც,  რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

● მუხლის ფიქსატორი - უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და მუხლის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.

● ხელის ფიქსატორი - ზღუდავს ზედა კიდურის მოძრაობას, ამცირებს მკლავის ზეწოლას ხელზე მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს. გარდა ამისა, ხშირია მათი  გამოყენება ისეთი დაავადებების დროს,  როგორიცაა: ართრიტი და ართროზი.

აღსანიშნავია, რომ ორთოპედიულ ფიქსატორებს ძირითადად ვიყენებთ ტკივილის შემსუბუქებისა და  იმობილიზაციის მიზნით. გარდა ამისა, მათი ტარება ძალიან ეფექტურია რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების პრევენციისთვის. ზემოთ აღნიშნული ფიქსატორების შეძენა შეგიძლიათ როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე თვითინიციატივითაც, თუმცა, სასურველია, რომ ფიქსატორის შეძენამდე გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვარაცხელია
15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" შემადგენლობაში, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...

სპორტი 1660513085

ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460