ავადმყოფის მოვლის საშუალებები
ჯანმრთელობა • 1725875720

ადამიანების მოვლა ავადმყოფობის პერიოდში ურთულესი პროცესია. თუმცა, არსებობს სამედიცინო საშუალებები, რომლებიც ამ დროს პაციენტებს საგრძნობლად ეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მოვლას უდიდესი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება, ავადმყოფის მოვლის თანამედროვე საშუალებების მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. ამ პროდუქციას, ძირითადად, ხანდაზმულობის, უნარშეზღუდულობის ან რაიმე სხვა გარემოებების გამო იყენებენ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● თვითგადასაადგილებელი საშუალებები - ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში ეხმარება. მისი გამოყენება რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროსა და რეაბილიტაციის პერიოდში. ამ სამედიცინო ნივთებს ხშირად იყენებენ ხანდაზმულებიც. ისინი განსხვავდება გადაადგილების მექანიზმისა და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი.
● კინეზიო ტეიპი - დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ გამოიყენება. ის მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის აქტივობასა და მოძრაობას, რის გამოც ამ პროდუქტით ხშირად სპორტსმენები სარგებლობენ.
● ყავარჯენი - არსებობს იდაყვის და იღლიის, რომლებსაც აქვთ რეზინის საყრდენები, რაც უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც სურვილისამებრ.
● შშმ პირთა ეტლი - თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით, წონითი დატვირთვით, ფუნქციებითა და შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი ძირითადად, არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. ელექტრო და მექანიკური ეტლების გარდა, არსებობს მრავალფუნქციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი, შესაძლებელია ასევე თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში.
ეს ნივთები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება და მდგომარეობას უმსუბუქებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და სა...
კრიმინალი • 1748098143

ცნობილია სია, ვის დასანქცირებას სთხოვენ იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები - რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ - Più Europa, Italia Viva, Partito Democratico, Azi...
პოლიტიკა • 1748097830

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილ...
პოლიტიკა • 1748097543

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ: "მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა....
პოლიტიკა • 1748097331

მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გას...
კრიმინალი • 1748085059

მერაბ მეტრეველი: ესე იგი, პარლამენტში ადრე ხმები დაჭირდა „ქართულ ოცნებას“ მოსამრთლეების ასარჩევად და ნაცებიდან მარტივად გადაიბრია ოთხი კაცი, ახლა თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმს ვე...
სოცმედია • 1748084759