ბრტყელტერფიანობა ბავშვებსა და მოზრდილებში: გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

მირონიძე

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის შიდა თაღი დაწეულია ან სრულად ეხება იატაკს. ტერფის თაღი ასრულებს ამორტიზაციის ფუნქციას, იცავს სახსრებსა და ხერხემალს სიარულისა თუ სირბილის დროს მიღებული დარტყმითი დატვირთვისგან. შესაბამისად, მისი სტრუქტურის ცვლილება გავლენას ახდენს მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობაზე.

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში და მისი განვითარების თავისებურებები

ადრეულ ასაკში ტერფის თაღის არარსებობა აბსოლუტურად ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა. ახალშობილებსა და პატარებში ტერფის შიდა მხარეს ცხიმოვანი ბალიში ფარავს, ხოლო იოგოვანი აპარატი ჯერ კიდევ ელასტიურია. ტერფის შიდა თაღის ფორმირება, როგორც წესი, 3-4 წლის ასაკიდან იწყება და 6-8 წლისთვის ყალიბდება. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის სიარულის მანერასა და ჩივილებს. ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, მოიცავს:

  • სწრაფ დაღლას სიარულისა თუ თამაშის დროს;
  • ტკივილს ტერფის, წვივის ან მუხლის არეში;
  • ტერფის შიგნით გადახრას (ვალგუსური დეფორმაცია).

როდესაც საქმე ეხება პრევენციასა და დროულ კორექციას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორ ორთოპედიულ მიდგომას. სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში” წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქცია, მათ შორის ინდივიდუალური და სტანდარტული სუპინატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერფის სწორ პოზიციონირებას. ბრტყელი ტერფი ბავშვებში მოითხოვს დროულ ყურადღებას, რადგან ადრეულ ასაკში ტერფის სტრუქტურა კორექციას ექვემდებარება.

ბრტყელტერფიანობა მოზრდილებში: რატომ ვითარდება და როგორ ვლინდება?

მოზრდილებში ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს ბავშვობიდან გამოყოლილი ან შეძენილი. შეძენილი ფორმა ვითარდება ტერფის იოგებისა და კუნთების მყესიერი ან ქრონიკული გადატვირთვის, ასაკობრივი ცვლილებების ან სხვადასხვა ტრავმის შედეგად. მოზრდილებში პათოლოგიის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია:

  1. ჭარბი წონა: იწვევს ტერფის თაღზე მუდმივ დამატებით დატვირთვას;
  2. არაკომფორტული ფეხსაცმელი: მაღალქუსლიანი ან სრულიად ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება;
  3. პროფესიული საქმიანობა: დიდხანს ფეხზე დგომა ან მძიმე ფიზიკური შრომა.
  4. ტრავმები და დაავადებები: კოჭ-წვივის სახსრის ტრავმები, რევმატოიდული ართრიტი ან შაქრიანი დიაბეტი.

მოზრდილებში ბრტყელტერფიანობა ხშირად იწვევს არა მხოლოდ ტერფების, არამედ წელის, თეძოსა და მუხლის სახსრების ქრონიკულ ტკივილს, რადგან ირღვევა სხეულის სიმძიმის ცენტრის სწორი გადანაწილება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად კომპანია “ახალ ხედვაში” ახალ მეთოდებს იყენებენ: პლანტოგრაფია (ტერფის ანაბეჭდის გამოკვლევა) და კომპიუტერული ბაროპოდომეტრია. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და დეფორმაციის ხარისხზე. მკურნალობისა და მართვის ძირითადი კომპონენტები მოიცავს:

  • ინდივიდუალური სუპინატორების გამოყენებას: ორთოპედიული ჩანართები ამცირებენ დატვირთვას და ინარჩუნებენ ტერფის სწორ ანატომიურ ფორმას.
  • სამკურნალო ფიზკულტურას: სპეციალური ვარჯიშები აძლიერებს ტერფისა და წვივის კუნთოვან-იოგოვან აპარატს.
  • მასაჟსა და ფიზიოთერაპიას: უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ტკივილის სინდრომის შემცირებას.
  • სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს: ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მყარი უკანა მხარე, დეკვატური ამორტიზაცია და დაბალი, სტაბილური ქუსლი (2-4 სმ).

ბავშვთა ასაკში დროულად დაწყებული კორექცია უმეტეს შემთხვევაში სრულიად აღადგენს ტერფის ფუნქციას. მოზრდილებში მკურნალობა ძირითადად მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებასა და პათოლოგიის პროგრესირების შეჩერებაზე.

პრევენცია და რეკომენდაციები

ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია წონის კონტროლი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ნებისმიერი დისკომფორტისა თუ ტკივილის გაჩენისას მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ორთოპედს სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის შეასადგენად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400