დერმატოლოგია - კანის დაავადებების მკურნალობა

დერმატოლოგია

დერმატოლოგია მედიცინის საკმაოდ რთული დარგია. დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში, კანის 3000-მდე დაავადებაა გავრცელებული, ამიტომ  დერმატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მიმართულებაა. კანის დაავადებების ჯგუფების მიხედვით ფართოდ გავრცელებულია დერმატიტები, კანის ვირუსული ინფექციები, აკნე და მონათესავე დაავადებები, კანის ბაქტერიული ინფექციები, ურტიკარია, ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები და სხვა. უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევი მიზეზები ცნობილია, თუმცა არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ნებისმიერ სოკოვან და ინფექციურ დაავადებას კურნავს. პაციენტისთვის საჭირო თერაპია დერმატოლოგმა, ინდივიდუალურად, უნდა განსაზღვროს. 

დერმატოლოგიური პრობლემები პირველადი ჯანდაცვის კონსულტაციების დაახლოებით 10%-ს მოიცავს. კანის პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება არა დერმატოლოგიური დაავადებები გახდეს, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი და მშობიარობაც კი. კანის დაავადებების გამოვლენისთანავე, ექიმის დანიშნულებით,  სწორი პრეპარატების გამოყენება აუცილებელია, რათა თვითნებურმა მკურნალობამ უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს.

 

როგორ მოვიქცეთ კანის პრობლემების გადასაჭრელად?

ექიმთან ვიზიტი კანის პრობლემების გამოვლენის ადრეულ სტადიაზევე სჯობს. დაგვიანებულმა კონსულტაციამ, შესაძლოა მდგომარეობა გაართულოს და შემდგომ მკურნალობას გაცილებით დიდი პერიოდი დასჭირდეს. ინოვაციური პლატფორმა Redmed-ის საშუალებით, პროფესიონალ დერმატოლოგთან კონსულტაცია თქვენთვის სასურველ დროს და ადგილას შეგიძლიათ მიიღოთ. Redmed-ის პლატფორმაზე თქვენთვის სასურველი პროფესიონალი დერმატოლოგი შეგიძლიათ შეარჩიოთ. ნებისმიერი სერვისის მიღება სწრაფად და მარტივად ხდება, არ აქვს მნიშვნელობა ვიდეო კონსულტაციით ისარგებლებთ, თუ ექიმს სახლში გამოიძახებთ.

Redmed-ის პლატფორმაზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე დერმატოლოგებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. კონსულტაცია რამოდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. ონლაინ პლატფორმაზე უთითებთ სასურველი პროფილის სპეციალისტს, დაზღვევის პროვაიდერს და  დერმატოლოგთა სიიდან თქვენთვის სასურველ პროფესიონალს ირჩევთ. Redmed-ის პლატფორმაზე, შაბათ კვირის ჩათვლით, დერმატოლოგის კონსულტაციის მიღება, 21 საათამდე, თქვენთვის მოსახერხებელ დროს,შეგიძლიათ.

 

კანის დაავადებები სიმპტომურად შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს, ამიტომ პაციენტმა დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტს უნდა მიმართოს. მაგალითად, კანის უამრავი დაავადება გამოხატულია ქავილით და აქერცვლით. იმის მიხედვით თუ სად არის ქავილი, რა ინტენსივობით და დღის რომელ პერიოდში, ექიმმა უნდა განსაზღვროს თუ რასთან გვაქვს საქმე. Redmed-ის დერმატოლოგები დღის ნებისმიერ მონაკვეთში სწორი მკურნალობის შესახებ რეკომენდაციებს გაგიწევენ.

პანდემიის პერიოდში კლინიკების ვიზიტს ბევრი ერიდება, ამიტომ კანზე წარმოქმნილ, თუნდაც უმნიშვნელოდ გამოხატულ, პრობლემას შეიძლება ყურადღება დროულად არ მიაქცის.. დერმატოლოგთან კონსულტაცია ონლაინ, მსოფლიოში აპრობირებული სამედიცინო სერვისია. Redmed-ის ონლაინ კონსულტაციის დახმარებით, საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფი სპეციალისტებისგან, დროულ და პროფესიონალურ მითითებებს იღებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540

გახარია
"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს“ - გიორგი გახარია

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია...

პოლიტიკა 1711692060

საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382