ძალიან უცნაური შემთხვევა - 36 წლის პაციენტს COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია ერთდროულად დაუდგინდა

აივ შიდსი

ახალ კვლევაში მეცნიერები უნიკალური სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან, კერძოდ, 36 წლის პაციენტზე, რომელსაც ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა. ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

იტალიელ კაცს სიმპტომები ესპანეთში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომ გამოუვლინდა. საზღვარგარეთ მას დაუცველი სექსი ჰქონდა, რაც აივ-ინფექციის გადადების რისკის შემცველია.

ყველაფერი მაღალი ტემპერატურით, დაღლილობითა და ყელის ტკივილით დაიწყო. 2 ივლისს კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი სახესა და ტანზე გამოაყარა.

5 ივლისს მან საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც ექიმებმა მაიმუნის ყვავილის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზეც შეამოწმეს და მის ორგანიზმში შიდსის გამომწვევი ვირუსის არსებობაც გამოავლინეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანთელი
„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ – ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირაკლი სუ...

სოცმედია 1713527093

გია ვოლსკი
„შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს შს სამინისტრო“ - გია ვოლსკი

"შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს ყოველთვის შს სამინისტრო, იქ რაღაც თემებს ასწორებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში, სიცოცხლეს დათმობს ის პო...

პოლიტიკა 1713527021

გომელაური ელისაშვილი
„ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს“ - ვახტანგ გომელაური პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემაზე

 პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. მან თქვა, რომ წუხს და რომ გამოძიება დაადგენს რეალ...

პოლიტიკა 1713526616

გვარამია
"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური ფულისთვის. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას" - ნიკა გვარამია ოფშორების კანონზე

"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიძინა ივანიშვ...

პოლიტიკა 1713526510

ქარქაშაძე ახალიი
„ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713526328

ხაბეიშვილი
„დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას“ - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით - „დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე...

პოლიტიკა 1713526207