განსაკუთრებული არაფერი ხდება - თენგიზ ცერცვაძე სეზონურ ვირუსეზე

ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და სეზონური ვირუსების გამო, კლინიკები შედარებით გადატვირთულია. 

ცერცვაძის თქმით, გრიპის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ქვეყანაში პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა.

„კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, რეანიმაციებში ნაკლებად, მაგრამ სიტყვა „გადავსებულია“, რასაც მედია კორონავირუსის დროს იყენებდა, შედარებაც არ შეიძლება. არაფერი ასეთი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება, უპრობლემოდ თავსდება კლინიკაში და ვისაც სჭირდება, რეანიმაციულ დახმარებას იღებს. ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. დაწყებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტიდან, დამთავრებული კლინიკებამდე.

ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი კლინიკა, სადაც ადგილების პრობლემა ჯერ არ გვქონია. საქმე იმაშია, რომ წინა 2-3 წლის განმავლობაში კოვიდმა და მისმა საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სეზონური ვირუსების გამოვლენა და გავრცელება იმდენად შეამცირა, რომ იმ წინა 2 წელიწადთან შედარებით გვეჩვენება, რომ რაღაც განსაკუთრებული სიტუაციაა. სინამდვილეში დღევანდელი სეზონური ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163