ინდივიდუალური სუპინატორები “ახალ ხედვაში”

ჯანმრთელობა 1699855220    42

სუპინატორები

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დეფორმაციას განიცდის და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ამ დროს ადამიანებს სიარულისას დაღლა და ტკივილი აწუხებთ. ტერფი არის სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურის ერთობლიობა, რომელსაც ვერტიკალურ მდგომარეობაში მთელი სხეულის წონა ეყრდნობა. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იტვირთება და იღლება ხერხემალი და საყრდენი სახსრები. ამიტომ ამ და სხვა ტერფის დაავადებების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტს და გამოვიყენოთ ინდივიდუალური სუპინატორი. ეს პროდუქტი:

● სიარულის ტერფის კორექციას უზრუნველყოფს;

● ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს;

● ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს;

● ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის  დამზადების სერვისს სთავაზობს. ღაბაშის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე  ხდება. ბაროპოდომეტრი მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ტერფის მდგომარეობას დინამიკაში –  სიარულის დროს იკვლევს, პოდოსკანირების დროს კი ხდება ტერფის კომპიუტერული სკანირება სტატიკურ მდგომარეობაში. აღნიშნული პროცედურა, ანუ პლანტოგრაფია,  ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და  გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური ღაბაში, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე,  გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. მისი ტარება ასევე ეფექტურია ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროს, როგორიცაა: - სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. მას აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507