ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებთ

redmed

ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, თანამედროვე მომხმარებელს ჯანდაცვის სფეროს მიმართ გაზრდილი მოთხოვნები და მოლოდინები ახასიათებს. ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა REDMED, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ამარტივებს და საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა პროფილის პროფესიონალ ექიმებთან, ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია თქვენთვის სასურველ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღოთ.

პაციენტების საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს ბაზარზე არსებული უნიკალური  პლატფორმა სამედიცინო სფეროს მიმართულებების ფართო სპექტრს მოიცავს. დერმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია - ეს იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიღება Redmed-ის პროფესიონალი სპეციალისტებისგან შეგიძლიათ. კლინიკურ რუტინაში ციფრულად ინტეგრირებული გადაწყვეტილებები, საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს 20-ზე მეტი სპეციალობის, მაღალპროფესიონალ ექიმს მიმართოთ, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში, ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობენ.

დამატებით რა სერვისების მიღება შეგიძლიათ REDMED-ით?

კოვიდ პანდემიის არსებობამ, მსოფლიო ციფრული სისტემების დანერგვისკენ წაახალისა და ამ კუთხით განვითარების აუცილებლობა ჯანდაცვის სფეროშიც დადასტურდა. ყველაზე რთული პროცედურა, მიმდინარე პერიოდში, გეგმიური მომსახურების მისაღებად კლინიკაში ჩაწერა გახდა, ამიტომ REDMED-ის სერვისების მოხერხებულობა ნებისმიერი მომხმარებლისთვის გამოიკვეთა. პლატფორმის დახმარებით სასურველ კლინიკაში ჩაწერა გამარტივებული ციფრული პროცესია, რაც დაგიზოგავთ დროს, ასევე გაუთვალისწინებელ პრობლემებს და რიგში დგომას თავიდან აგაცილებთ.

REDMED საშუალებას გაძლევთ ლაბორატორია სახლში გამოიძახოთ. მრავალფეროვანი კვლევების ჩატარება უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია, მათ შორისაა: სისხლის საერთო ანალიზი, PCR ტესტი, D-დიმერი, C- რეაქტიული ცილა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები და სხვა. Redmed საშუალებას გაძლევთ გამოიძახოთ სააფთიაქო პროდუქცია  საქართველოს ხუთ ქალაქში. პლატფორმის საშუალებით უცხოეთში მყოფ ქართველ ექიმებთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია. პლატფორმის საშუალებით დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაც ონლაინ პორტალზე შეგიძლიათ.

REDMED მორგებულია პანდემიურ საჭიროებებზე. COVID-19 კლინიკა REDMED-ის ერთ-ერთი სერვისია. თუ პირველი კონსულტაცია უკვე გაიარეთ (პლატფორმაზე დაჯავშნეთ და მიიღეთ სერვისი), ამის შემდეგ, ავადობის მთელი პერიოდის განმავლობაში,  REDMED-ის ექიმებთან კონსულტაციის გავლა, 24/7-ზე,  შეგიძლიათ. თუ ეჭვობთ, რომ ხართ ვირუსის მატარებელი, ან უკვე დაგიდასტურდათ COVID-19, ნებისმიერ შემთხვევაში, REDMED-ის სპეციალიზებული ექიმები სრულ მომსახურებას გაგიწევენ. REDMED-ის გუნდი კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში ემსახურება პანდემიური საჭიროებების პაციენტებს, პასუხს სცემს ნებისმიერ შეკითხვას, ხოლო ინფექციის დადასტურების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობას აფასებენ და მკურნალობის მეთოდებისა და ადგილის შესახებ რეკომენდაციებს გასცემენ. REDMED-ის დახმარებით ნებისმიერი პანდემიური საჭიროების დაკმაყოფილება პაციენტებისთვის მარტივი და მოსახერხებელი პროცესია.

REDMED-ის დახმარებით პაციენტებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიღება გაცილებით ნაკლები შეზღუდვებით და მეტი კომფორტით შეიძლება. დიაგნოზის, მკურნალობის მეთოდების და საჭირო მედიკამენტების მიღება, კლინიკის, სააფთიაქო და სადაზღვევო ქსელის სტუმრობის გარეშე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ვიდეო ან აუდიო კონსულტაციით ზოგავთ დროს და ხარჯებს, პანდემიის დროს თავს არიდებთ ხალხმრავალ ადგილებში მისვლას და სწორი დანიშნულებით მკურნალობას მაქსიმალურად სწრაფად იწყებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.redmed 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863