იყავით ძალიან ფრთხილად - რა არის, როგორ ვრცელდება და საშიშია თუ არა სიცოცხლისთვის მაიმუნის ყვავილი

მაიმუნის ყვავილი

5 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.

 

რა არის მაიმუნის ყვავილი, რა სიმპტომები აქვს მას და რა უნდა ვიცოდეთ ახალ ინფექციაზე - შევეცადეთ, ამ საკითხზე ყველა ინფორმაცია მოგვეპოვებინა:

რა არის მაიმუნის ყვავილი
სფეროს ექსპერტების თქმით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.

 

BBC წერს, რომ დაავადება ძირითადად აფრიკაში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს არსებულ ქვეყნებში გვხვდება. ამ დროისთვის კი ვირუსის ორი ძირითადი შტამი არსებობს - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ცნობილია ისიც, რომ დასავლეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით გამოირჩევა.

 

რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს
ცნობილი ხდება, რომ მაიმუნის ყვავილს, თავდაპირველად თავის ტკივილი, ცხელება, შეშუპება, ასევე ზურგისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. სხეულის ტემპერატურის მომატების შემდეგ, პაციენტს სახიდან გამონაყარი ეწყება, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხელისა და ფეხის გულებზეც ვრცელდება.

 

ხშირ შემთხვევაში გამონაყარი ქავილსა და ძლიერ ტკივილს იწვევს და ის რამდენიმე ფაზას გადის. თავდაპირველად ის კვანძოვანია, შემდეგ ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით, ბოლო ეტაპზე კი ფუფხები ყალიბდება, რაც მოგვიანებით, კანიდან იქერცლება.

 

მაიმუნის ყვავილი, ძირითადად, 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

 

როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი
ცნობილია, რომ ახალი ინფექცია ადამიანზე ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის და ვირუსი სხეულში დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებით, თვალის, ცხვირის ან პირის გავლით ხვდება. BBC-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ყვავილი არ მიიჩნეოდა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ მისი გავრცელების საფრთხე ყველაზე მეტად სწორედ სქესობრივი აქტის დროს ახლო კონტაქტია.

ასევე, მაიმუნის ყვავილის გავრცელება შესაძლოა ისეთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგაც მოხდეს, როგორიცაა მაიმუნი, მღრღნელი ან ციყვი. ვირუსი გადადის ინფიცირებული პაციენტის ტანსაცმლიდან და თეთრეულიდანაც.

არის თუ არა მაიმუნის ყვავილი საშიში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მაიმუნის ყვავილი, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს. მეცნიერები მას ჩუტყვავილასაც კი ადარებენ - მიუხედავად განსხვავებული ვირუსული ინფექციებისა, მასაც, ჩუტყვავილას მსგავსად, სიმპტომების თავისთავად ალაგება ახასიათებს.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ დასავლეთ აფრიკაში ინფექციის რთული შემთხვევებიც ყოფილა, დაფიქსირებულია მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალებაც კი.

 

როგორ ვუმკურნალოთ მაიმუნის ყვავილს
უცხოური მედია წერს, რომ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, ადამიანის ყვავილის ვაქცინა 85%-იან ეფექტურობას აჩვენებს. ინფიცირებულებში ანტივირუსული წამლების გამოყენებაც შეიძლება.

ეპიდაფეთქება 
BBC-ის ცნობით, თავდაპირველად, ვირუსი ტყვეობაში მყოფ მაიმუნს აღმოუჩინეს, 1970 წლის შემდეგ კი, აფრიკის 10 სხვადასხვა ქვეყანაში ცალკეული ეპიდაფეთქებებიც დადასტურდა. ასევე, ინფექცია 2003 წელს აშშ-იც დაფიქსირდა და სწორედ ის იყო პირველი ქვეყანა აფრიკის შემდეგ.

 

ცნობილია, რომ მაშინ პაციენტებს ვირუსი ძაღლებისგან გადაედოთ, რომლებიც, თავის მხრივ, მცირე ზომის ძუძუმწოვრებისგან დაინფიცირდნენ. 2003 წელს აშშ-ში 81 შემთხვევა იყო დადასტურებული, თუმცა მათგან არავინ გარდაცვლილა.

 

ამის შემდეგ, ეპიდაფეთქება 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. მაშინ ინფიცირების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პ...

საზოგადოება 1713411982

ხოფერია
„ბლეყვე…“ - ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილზე

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „ელისაშვილმა იმდენი იძახა მომაწექითო… მიაწვნენ და შეაგდეს “ კანარეიკაში”   ბლეყვე…“

სოცმედია 1713411712

კალაძე კახ
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას,  ეკლესიას,  სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში“ - კახა კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომა...

პოლიტიკა 1713411539

ამინდი
ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგ...

საზოგადოება 1713411432

საზოგადოება
"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით" - ნიკა მელია

"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს.   აქ ყაიმით...

პოლიტიკა 1713411280

კახა კალაძე
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - კახა კალაძე

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებ...

პოლიტიკა 1713411219