ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

ჯანმრთელობა 1669029380    34

კობი

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება გრძელდება.

17 ნოემბერს, უკვე მესამედ, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ. უფასო კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

ქვეშეთის ამბულატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

„ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო ამბულატორიულ შემოწმებას ხადის ხეობის მოსახლეობისთვის უკვე მესამედ ვატარებთ. ზოგადად, პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის სოციალური აქტივობები ხშირად ხორციელდება. ხადის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას, უგზოობისა და ზამთარში დიდთოვლობის გამო, არ აქვს წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, აფთიაქი და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი სახის აქტივობები მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას პროექტის ფარგლებში დამატებითი სარგებელი მიეცეს“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე წურწუმია.

პაციენტებთან, რომლებმაც ქვეშეთის ამბულატორიაში მოსვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხეს, ექიმები თავად მივიდნენ და კონსულტაცია გაუწიეს.

„საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით - "ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!" - რეგულარულად აწარმოებს კლინიკა "რემედიქალი". მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის“, - ამბობს კლინიკა "რემედიქალის" კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420