ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

სქოლი

ხერხემლის პრობლემები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. გარკვეულწილად, ამას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ცხოვრების წესს, ყოველდღიურ საქმიანობასა ან პროფესიას უკავშირებენ. გარდა ჩვენი ყოველდღიურობისა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ხერხემლის პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიები. დღესდღეობით, ხერხემლის პრობლემებიდან საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება:

სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლების განვითარებას, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიჩნეული, და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

● კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთა-შუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

● ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

● მალთა-შუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთა-შუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ჭარბწონიანობამ, ხანდაზმულმა ასაკმა, კონკრეტულმა ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.

● სპონდილოზი - არის ხერხემლის სვეტის დეგენერაციის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ამ პათოლოგიას კი მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ოსტეოართრიტია, რომელიც ასაკთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს. სპონდილოზის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერვულ ღეროებზე ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, პარესთეზიები, წონასწორობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე.

ხერხემალზე არსებული პრობლემების დროს სასურველია, გააძლიეროთ წელის კუნთები ცურვით ან ნაკლებად ინტენსიურ ვარჯიშების დახმარებით. ასევე ამ დროს პაციენტმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან და  რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, ხერხემლის დაზიანებების დროს რეკომენდებულია ისეთი სპორტული აქტივობებით დაკავება, როგორიცაა: იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე, ხერხემლის პრობლემების შესამცირებლად და სხვა თანმხლები დაავადებების პრევენციისთვის მიზანშეწონილია ხერხემლის ქამრებისა და კორსეტების გამოყენება. ეს პროდუქცია ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც ამ არეში  დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს.  ხერხემლის ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების ფართო არჩევანია სამედიცინო  კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში. აღნიშნული პროდუქცია განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების მქონეა. არსებობს  სხვადასხვა სიგრძისა ხერხემლის ორთოპედიული ქამრები და კორსეტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური დამატებითი მეტალის ან პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი შეძენა  ასევე  ონლაინ რეჟიმში "ახალი ხედვის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.  პროდუქტს ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი ან ფოსტის კურიერი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სუსი
„2023 წელს, ხელისუფლების შესაცვლელად სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარედან“ - სუსის ანგარიში

 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...

პოლიტიკა 1713523372

კალაძე
„შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას“ - კახა კალაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახ...

პოლიტიკა 1713523321

სალომე ზურაბიშვილი
"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის" - სალომე ზურაბიშვილი

"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში საუბრობს. შარ...

პოლიტიკა 1713523268

შეხვედრაა
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს

 მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" (საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო...

საზოგადოება 1713523219

ნაძალადევი სკვერი
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

 ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი...

საზოგადოება 1713523073

ზურაბიშვილი აქციის მონაწილე
"იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს" - სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გადაღებულ ერთ-ერთი ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს გოგონა, საქართველოს დროშით. პრეზიდენტი წერს: "მომავლის და საკუთა...

პოლიტიკა 1713522970