ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

ჯანმრთელობა 1635754098    45

გიორგი

 

 

ხორხის კიბო ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მამაკაცებში, თავ-კისრის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მას პირველი ადგილი უკავია. მისით გაცილებით ხშირად ავადდებიან კაცები. ხორხის კიბო, ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, სიხშირის მიხედვით, კაცებში მე-11, ქალებში კი მე-17 ადგილზეა.

დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობაზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგს მარი კაჭარავასა და თავ-კისრის ონკოქირურგს გიორგი ქრისტესაშვილს ვესაუბრეთ.

რა არის ხორხის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზები? 

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს აქტიური მოხმარებაა. პარალელურად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, ხორხის კიბოს განვითარების ალბათობა პრაქტიკულად ორმაგდება. სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებია: მტვრიანი გარემო, პროფესიიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტებთან ხშირი კონტაქტი, მაღალ ან დაბალ ტემპერატურულ პირობებში ყოფნა.

ხორხის კიბოსწინარე დაავადებებიდან აღსანიშნავია პაპილომა ვირუსით (HPV) ინფიცირების ანამნეზი. პაპილომა ვირუსის ხორხის სანათურში შეჭრამ, შესაძლოა, განაპირობოს უჯრედული ციკლის მოშლა და ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის

განვითარება. ხორხის კიბოსწინარე დაავადებებს, ასევე, განეკუთვნება: პაპილომატოზი, ფიბრომის არსებობა ფართო ფუძეზე, ლეიკოპლაკია, პაქიდერმია, დისკერატოზი, ქრონიკული ანთებითი პროცესები.

რა ასაკში ვლინდება ყველაზე ხშირად ხორხის კიბო და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბო ძირითადად 50-65 წლის ასაკში ფიქსირდება. მისი კლინიკური მანიფესტაცია დამოკიდებულია ხორხის სანათურში, სიმსივნის ლოკალიზაციაზე. ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციის დროს (რომელიც ფიქსირდება შემთხვევათა 65%-ში) ჩივილებიდან ყურადღებას იქცევს ყლაპვის გართულება, ტკივილი ყლაპვის აქტის დროს, რომელიც, შესაძლოა, ირადირებდეს ყურის მიდამოში. მოგვიანებით, სიმსივნური პროცესის ხმის იოგზე გავრცელების შემთხვევაში თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა, შესაძლოა, განვითარდეს აფონია. სიმსივნური წარმონაქმნის ზომებში ზრდასთან ერთად, ხორხის სანათურის შევიწროების შემთხვევაში თავს იჩენს სუნთქვის გართულება, რომელიც ძლიერდება ჰორიზონტალური პოზიციის მიღებისას. არ არის გამორიცხული სტრიდორის (ხმაურიანი სუნთქვის) განვითარებაც.

იმ შემთხვევებში, თუ ხორხის კიბოს თავდაპირველი ლოკალიზაცია ხმის იოგია (რომელზეც მოდის შემთხვევათა 30%) დასაწყისშივე თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა-აფონია. მისი იოგქვედა ლოკალიზაციის შემთხვევაში (რომელიც შეადგენს შემთხვევათა 3-5%-ს) კიბოს ახასიათებს ენდოფიტური ზრდა, რის გამოც დასაწყისშივე ვლინდება ხორხის სანათურის შევიწროება და კლინიკურად ვლინდება სტრიდორით.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადრეულ სტადიაზე ხორხის კიბო განკურნებად დაავადებებს განეკუთვნება, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი სიმპტოკომპლექსებისა, სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა.

ამიტომ, ჩვენი მთავარი რჩევაა აღწერილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებმა დროულად მიმართონ სპეციალიზირებულ კლინიკებს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პაციენტის სრულყოფილი მკურნალობა. ეს მათი გამოჯანმრთელების საწინდარია.

როგორ ხდება ხორხის კიბოს დიაგნოსტირება?

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ფიბროლარინგოსკოპია ბიოფსიით და მასალის მორფოლოგიური ვერიფიკაცია. ასევე, ვატარებთ კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიას კონტრასტულ რეჟიმში ან კისრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დაავადების მესამე-მეოთხე სტადიის დროს მივმართავთ სხეულის პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიას.

აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ონკოქირურგი, რადიოლოგი და კლინიკური ონკოლოგი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ტაქტიკის შესახებ. 

რა მეთოდები გამოიყენება ხორხის კიბოს სამკურნალოდ?

გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბოს მკურნალობის მეთოდებს განეკუთვნება – ოპერაციული მკურნალობა, სხივური და მედიკამენტოზური თერაპია. მათი თანმიმდევრობის შერჩევას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ხორხის კიბოს პირველი-მეორე სტადიის დროს (T1-2N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

T1-T2 N+M0 ფორმების დროს, საწყის ეტაპზე  რეკომენდირებულია ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა – ორგაშემანარჩუნებელი ოპერაცია, კისრის ლიმფოდისექციით. T3 N1-3 M0 ფორმების დროს მივმართავთ ქიმიო-სხივურ თერაპიას ან ოპერაციულ მკურნალობას – ლარინგექტომიას, იფსილატერალურ ლიმფოდისექციას, კისრის ლიმფოდისექციას. T4aN1-3M0 ფორმების დროს კი ლარინგექტომიას ჰემითირეოიდექტიით (შესაძლოა, დაჭირდეს სრული თირეოიდექტომია), კისრის ლიმფოდისექციით პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.

ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა – ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

ხორხის კიბოს ხმის იოგზე ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ოპერაციული ჩარევა – ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

ხორხის კიბოს მეოთხე ა სტადიისას, მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ოპერაციული მკურნალობა, პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.

რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგ დაავადების კონტროლი?

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დროს, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე აქტიური ყურადღება ექცევა დაავადების კონტროლს. პირველი ერთი წლის მანძილზე აუცილებელია საკონტროლო კვლევები 1-3 თვეში ერთხელ ჩატარდეს. მეორე წლიდან მათი ჩატარება რეკომენდებულია 2-6 თვეში ერთხელ, მესამიდან მეხუთე წლის ინტერვალში 4-8 თვეში ერთხელ, ხუთი წლის შემდეგ კი 12 თვეში ერთხელ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686

სალომე ზურაბიშვილი.PNG
"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" - პრეზიდენტის პასუხი

"რატომ არ შედგა სამი პრეზიდენტის შეხვედრა?" - ამ შეკითხვით მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა, პრეზიდენტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ საზოგადოებას არ...

პოლიტიკა 1643385557