ჯანმრთელობა • 1724324357
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც.
როგორც მან „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.
ამასთან, მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილს“ საყურადღებო გართულებებიც ახასიათებს, როგორიცაა: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება.
„მაიმუნის ყვავილი“ 2022 წლიდანაა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. მისი წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, „მაიმუნის ყვავილს“ ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს. ერთი უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, რომლის შემთხვევაში 5% -ია გარდაცვალების მაჩვენებელი, ახლა სწორედ ეს ვარიანტი ცირკულირებს და მეორე დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც შედარებით ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი, 0.2%. ის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა, ეყრდნობოდა სწორედ ახალ აფეთქებას კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც გამოწვეული იყო პოტენციურად მძიმე დაავადების უნარის მქონე ვარიანტით. ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებში ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, შვედეთში, იმ ადამიანში, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უფრო იოლად გადაეცემა ეს ვარიანტი და უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს, ჯანმომ სწორედ ამიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხე.
„ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარი – როგორ ხდება „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება და დიაგნოსტიკა, რას წერს მაია ბუწაშვილი
„მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი, მაგრამ ეს უნდა იყოს ახლო კონტაქტი. 2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი. აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონტაქტზე, დაზიანებული კანი კანთან კონტაქტი“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
„წლევანდელი ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს კონგოს ერთ-ერთ მაღაროელ ქალაქში, შესაძლოა ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდებოდეს“ – „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: რას წერს გიორგი ფხაკაძე ვირუსის ახალ სახეობაზე
მისივე თქმით, ეს ინფექცია საშიშია იმ გამონაყარით და გამონაყარის გართულებით, რაც ზოგადად ყვავილს ახასიათებს.
„იწყება როგორც ვირუსული ინფექცია, ცხელება, საერთო სისუსტე, რესპირაციული სიმპტომები, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარი. ეს გამონაყარი რამდენიმე დღეში იღებს სპეციფიკურ სახეს, შიგთავსის შემცველი გამონაყარი, შემდეგ ის სკდება და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივად, ორიდან 4 კვირის განმავლობაში. კოვიდის დროსაც 1-2 კვირა იყო ხანგრძლივობა, მაგრამ აქ ხანგრძლივობაა დიდი. აქ არის საყურადღებო გართულებებიც, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება. 2022-2023 წლის აფეთქების დროს გართულებების ალბათობა იყო ნაკლები, ახლა გართულების ალბათობა მაღალია. ლეტალობის პროცენტიც ცნობილია 100 დაავადებულიდან ლეტალობა დგება 4.9%-ში ანუ 5 შემთხვევაში. ბევრად უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში. თუმცა, ზოგ შემთხვევებში, ზოგ პირებში, განსაკუთრებით, ბავშვებში შეიძლება ეს მაჩვენებელი 10%-საც აღწევდეს. ჩვენთან რისკი არის ერთადერთი თუ საქართველოში შემოვიდა იმ ზონიდან ადამიანი, სადაც „მაიმუნის ყვავილია“ გავრცელებული. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს. თუ ამ ზონიდან შემოვიდა ადამიანი, მან შეიძლება შემოიტანოს.
რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა. მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს.
„მაიმუნის ყვავილზე“ იმუნური ფენა ჰქონდა წინა საუკუნის ბოლოს მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველანი იყვნენ ყვავილზე ვაქცინირებულები. 1980 წლამდე დაბადებულს, ვისაც აქვს ყვავილზე ვაქცინა გაკეთებული, მათ დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი შემცირდა, ამ ვაქცინის დამცველობითი უნარი შემცირდა. 2022-2023 წლის აფეთქება გარკვეულწილად უკავშირდება ამ იმუნიტეტის შემცირებას და გაქრობას. საქართველოში რთული სათქმელია არის თუ არა მოსახლეობის ფენაში დარჩენილი იმუნიტეტი“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...
პოლიტიკა • 1728064206
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...
პოლიტიკა • 1728063959
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1728038502
ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...
სოცმედია • 1728038343
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...
პოლიტიკა • 1728037948
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია". "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...
პოლიტიკა • 1728037666
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი