მხრების ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ჯანმრთელობა • 1725875899

მსუბუქი ტრავმის დროსაც, როდესაც სახსარია ნაღრძობი ან დაჭიმული, რეკომენდებულია დაზიანებული კიდურის გარკვეული პერიოდით დაფიქსირება იოგოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მოსვენების, კიდურის დაზოგვისა და სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. ერთი შეხედვით მსუბუქად ტრავმირებული სახსრის მკურნალობაც კი შესაძლოა პრობლემური გახდეს, თუ კი დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას. საბედნიეროდ, ხელის ყველა მოტეხილობა საოპერაციო არ არის თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გასწორდება და დაფიქსირდება მოტეხილი ფრაგმენტები. სწორი ფიქსაცია მოტეხილი ადგილების შეხორცებასა და დაზიანებული უბნისა თუ კიდურის სწრაფ რეაბილიტაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა დამხმარე საშუალების გამოყენება - როგორიცაა: მხრების ქამარი. მათ ადამიანები გამოიყენებენ როგორც პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში, ასევე ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მკლავის ქამარი - ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. მკლავის ქამარი ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
● მკლავის ქამარი ბალიშით - გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
● მხრის ბანდაჟით სარგებლობენ წინამხრის მოტეხილობის და ამოვარდნილობის დროს. ასევე ეფექტურია მისი გამოყენება მხრის ძვლის მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და პოსტოპერაციული მკურნალობის შემდეგ. აუცილებელია ზომის სწორად შერჩევა, გამოყენებამდე კი ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
● ნეოპრინის მხრის სამაგრი - გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს გარეგანი დაზიანებისგან.
მხრების ქამრების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად შეირჩევა, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. მათი გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და სა...
კრიმინალი • 1748098143

ცნობილია სია, ვის დასანქცირებას სთხოვენ იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები - რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ - Più Europa, Italia Viva, Partito Democratico, Azi...
პოლიტიკა • 1748097830

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილ...
პოლიტიკა • 1748097543

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ: "მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა....
პოლიტიკა • 1748097331

მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გას...
კრიმინალი • 1748085059

მერაბ მეტრეველი: ესე იგი, პარლამენტში ადრე ხმები დაჭირდა „ქართულ ოცნებას“ მოსამრთლეების ასარჩევად და ნაცებიდან მარტივად გადაიბრია ოთხი კაცი, ახლა თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმს ვე...
სოცმედია • 1748084759