მშობლებო, იფრთხილეთ - თბილისში ჰონ კონგის ვირუსია გავრცელებული, რომელიც ბავშვებისთვის ომიკრონზე საშიშია

გრიპის ვირუსი

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ნოემბრიდან გრიპის ვირუსის მატება რომ დაიწყებოდა, ეს არ არის რთული საპროგნოზო. NCDC-ის ბოლო ათწლეულის მონაცემები მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევების მატება ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. გრიპის სეზონურობა სწორედ ამაში აისახება, შესაბამისად, მოლოდინი გვქონდა, თუმცა გრიპის ვირუსს ყოველ წელს განსხვავებული სტარტი აქვს. 2019 წელს დეკემბერში გამოვლინდა გრიპის პირველი შემთხვევები და შემდეგ მოემატა, წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება და თუ გადავხედავთ ჯანმო-ს გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის მონაცემები, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 44-ე კვირას თუ სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, 45-ე კვირას უკვე ათი შემთხვევაა და სავარაუდოდ, მატების ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. მოლოდინი, რომ ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, როგორც ივანე ჩხეიძე აცხადებს, 15 ნოემბრამდე გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო იყო და კიდევ ერთი კვირით 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.

„როგორც ჯანმო ამბობს, პანდემიის მიმდინარეობისას, ორ-სამ წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა, შესაბამისად, დამცველობითი უნარი გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ამიტომ მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს. ეს არის ე.წ ჰონგკონგის ვირუსი H3N2 ტიპის ვირუსი და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსისა. ანალოგიური მატების მოლოდინი გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით, ამიტომ, საკითხი თუ რა ტიპის ვირუსია ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვისაა დამახასიათებელი, ტემპერატურის მკვეთრი მატება 38.5 და მეტი ძლიერი სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, ყელის, თავის ტკივილი – ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ომიკრონის შემთხვევაშიც დაფიქსირდეს მაღალი ცხელება. ამიტომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან ძნელი იქნება განსხვავება ეს არის გრიპი, თუ კორონავირუსი.15 ნოემბრამდე იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო და კიდევ ერთი კვირით 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა, ამიტომ განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ჯგუფის კატეგორიაში შედის, ესენი არიან – ორსულები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამართალდამცავები, ექიმები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ ახლაც გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047

სოფო ნიჟარაძე ალისკა
„დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის“ – სოფო ნიჟარაძე პატარა ალისკაზე

სოფო ნიჟარაძე საზოგადოებას ხშირად უზიარებს ალისკა სააკაშვილის ვიდეოებს. ახლაც შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ დადის ალისკა სკუტერით. „დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის,...

სოცმედია 1711639722

ბიძინა
„წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით“ – დავით ზურაბიშვილი

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს პოლიტოლოგ, დავით ზურაბიშვილის წერილს სათაურით, წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ...

პოლიტიკა 1711639621

დვალიშვილი რამოსი
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. "ს...

სოცმედია 1711638356

გოცირიძე
„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა “ - რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა და თქვა, რომ თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა...

პოლიტიკა 1711638246

ლენტიი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დაკავება თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ე...

კრიმინალი 1711638080