მუხლის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

ფიზიოთერაპია

მუხლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული აგებულების სახსარია. მას წამყვანი როლი უჭირავს სხეულის  მობილურობაში,მოქნილობასა და ფართო დიაპაზონში, გვაძლევს ისეთი მოძრაობების შესრულების საშუალებას,როგორიცაა სიარული,სირბილი,ხტომა და სხვა. მისი ცენტრალური როლისა და სტრუქტურული სირთულის გამო,მუხლი ნაკლებად დაცულია ტრავმისაგან.

 

მუხლის ტრავმა ხშირია არა მხოლოდ სპორტული აქტივობების დროს, არამედ ისეთი ყოველდღიური საქმიანობებისას,როგორიცაა კიბეზე ასვლა,უეცარი დაცემა,დახრა და სხვა. პოტენციური მიზეზების სიმრავლის გამო,მუხლის დაზიანება ძვალ- კუნთოვანი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

 

მუხლის ყველაზე გავრცელებული ტრავმებია:

● წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება

წინა ჯვარედინი იოგი, მუხლის 4 ძირითადი მასტაბილიზებელი  იოგიდან ერთ-ერთია. მისი დაზიანება ხშირია ისეთი სპორტული აქტივობებისას,რომელიც მოითხოვს მოძრაობის მიმართულების უეცარ ცვლილებას, მაგ:ფეხბურთი,კალათბურთი,სათხილამურო სპორტი და სხვა. სიმპტომებია ძლიერი ტკივილი,სწრაფი შეშუპება,მუხლის სახსრის არასტაბილურობა და სიარულის გაძნელება. მკურნალობისათვის აუცილებელია სახსრის დასვენება, RICE თერაპია, ფიზიკური თერაპია. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა იოგის აღსადგენად.

მენისკის გაგლეჯვა

მენისკი C-ს ფორმის ხრტილია,რომელიც  ბარძაყისა და წვივის ძვლებს შორის საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოძრაობამ,რომლის დროსაც მუხლს აბრუნებთ ან ეყრდნობით. სიმპტომებია ტკივილი,შეშუპება,სახსრის სიმტკიცე,მოძრაობის გაძნელება. მკურნალობისათვის ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია და ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

 

● პატელარული ტენდონიტი (მხტომელის მუხლი)

 

პატელარული ტენდონიტი მუხლის სახსრის გადაჭარბებული გამოყენების შედეგია. ხშირია სპორტსმენებში,განსაკუთრებით კალათბურთელებსა და ფრენბურთელებში. განვითარების მიზეზია მუხლზე განმეორებითი სტრესი,რაც საბოლოოდ იწვევს მყესის ანთებას. სიმპტომების ტკივილი და მგრძნობელობა მუხლის ძირში,განსაკუთრებით ხტუნვის,სირბილის ან აღმართზე ასვლისას.მკურნალობა მოიცავს სახსრის დასვენებას,ფიზიოთერაპიას,გამაძლიერებელ ვარჯიშებს. ქრონიკული ტენდონიტისას ფართოდ გამოიყენება PRP თერაპია.

 

● ბურსიტი

 

ბურსიტი სასახსრე ჩანთის (აბგის) მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. აბგა დახურული,სინოვიური სითხით სავსე ტომარაა, ის სახსრის შემადგენელი ნაწილია და ამცირებს ხახუნს ქსოვილებს შორის. ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია ტრავმა ან სახსრის გადაჭარბებული მოხმარება. სიმპტომებია ტკივილი,ლოკალური მგრძნობელობა,სახსრის მოძრაობის შეზღუდვა,შეშუპება და სიწითლე. მკურნალობა: დასვენება, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება, აქტივობების მოდიფიცირება(მუხლზე ზეწოლის შესამცირებლად). გართულებულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სასახსრე აბგის დრენაჟი ან კორტიკოსტეროიდების ინექციები.

 

●მუხლის მოტეხილობა

 

მუხლის მოტეხილობის მიზეზებია მიდამოზე პირდაპირი ზემოქმედება ან ტრავმა,როგორიცაა დაცემა ან უბედური შემთხვევა. სიმპტომებია ძლიერი ტკივილი,შეშუპება,დაზიანებული ფეხის მოძრაობის უუნარობა და სხვა. მკურნალობისათვის გამოიყენება იმობილიზაცია,რეაბილიტაციისათვის გამოიყენება ფიზიოთერაპია.

 

მუხლის დაზიანების პრევენცია

 

მიუხედავად იმისა,რომ მუხლის დაზიანება საკმაოდ ხშირია,არსებობს რამდენიმე პრევენციული ღონისძიება,რომელსაც შეუძლია რისკის შემცირება:

● აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვის წინ მუხლის სახსრის გახურება.

● რეკომენდირებულია სპეციფიკური, მუხლის ირგვლივი კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების შესრულება,რაც სახსარს მეტად სტაბილურს ხდის.

● სწორი ფეხსაცმლის ტარება.

 

● სახსრის ჭარბი გამოყენებისაგან თავის შეკავება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642