ჯანმრთელობა • 1631802987 86
ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საუზმის მნიშვნელობაზე ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
მან განმარტა,რომ საუზმობისთვის საუკეთესო დრო დილის ექვსიდან 10- საათამდეა.
„საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის დილის ექვსი საათიდან ათ საათამდე. საკმაოდ დიდი შუალედია. თუ ადამიანი უფრო გვიან იღვიძებს, ეს, სამწუხაროდ, უკვე საუზმედ არ ითვლება. ეს უკვე ლანჩია და მეორე კვებაზე გადავდივართ. გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი, რომ საკვები მივიღოთ. ორგანიზმს სჭირდება გაღვიძება. სისხლით მომარაგება უნდა გადაანაწილოს ორგანიზმმა. ჩვენ რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ვართ, კუნთებიც მოდუნებულია.“
ენდოკრინოლოგის თქმით, საუზმემდე სასურველია სითხის მიღება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლიმონიანი წყალი.
„საუზმემდე სითხის მიღება სასურველია. წყლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ლიმონიანი წყალი არაა დიდად რეკომენდებული, მით უმეტეს, ვისაც მჟავიანობა აწუხებს. თაფლიანი წყალი და ჩვეულებრივი წყალი არანაირად არ არის აკრძალული. დღეისთვის საუზმის ჩამნაცვლებელი არაფერი არ არის. თუ დილას ადრე ვიწყებთ და არ ვსაუზმობთ, ვიტამინებით მაინც უნდა გავამდიდროთ ორგანიზმი.
ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანიზმი ინსულინის გამოყოფის რიტმებზეა აწყობილი. როდესაც ჩვენ ვაწვდით ორგანიზმს საკვებ პროდუქტს, ამით კმაყოფილდება ორგანიზმი და არ ავლენს ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებას. რაციონალურ კვებაში გათვალისწინებულია დაყოფილი კვების პერიოდები, სადაც საუზმე აუცილებელია. 16-18 საათიანი შიმშილის დროს, სჯობს, რომ უფრო დილის პერიოდი იყოს დატვირთული და არა საღამოსი. უმეტესობა ხშირად აკეთებს სამიდან საღამოს ცხრამდე ან თორმეტიდან ექვსამდე, სჯობს ვიკვებოთ ათიდან ოთხ საათამდე. დილის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში,“ - თქვა შოთა ჯანჯღავამ.
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით და...
სოცმედია • 1701347829
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი...
სოცმედია • 1701347699
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და...
საზოგადოება • 1701347503
გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ავტოსატრანსპ...
საზოგადოება • 1701347358
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, მისი განვითარებისთვის საჭირო შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სესხის აღების შემთხვეაში დოლარისა და ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701344296
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი