ორთოპედიული ფიქსატორები “ახალი ხედვის” მაღაზიებში
ჯანმრთელობა • 1729161983

ორთოპედიული ფიქსატორები სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას საჭიროების შესაბამისად ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. ახალი ხედვის მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იდაყვის, მკლავი, კოჭის, მენჯ-ბარძაყის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის და სხივ-მაჯის ფიქსატორები. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მხარის ფიქსატორი - ნეოპრინისა და მატყლის მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალება, რომელიც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებების დროს გამოიყენება. მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს და ამ მიდამოში სითბური ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ. აღნიშნული პროდუქტით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან ართროზი აწუხებთ.
● იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილსა და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
● კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
● კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. მას შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.
● სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
● ხერხემლის ფიქსატორებს წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და წელის ტკივილის და ამ არეზე დატვირთვის შესამცირებლად იდეალურია.
● თითის ფიქსატორი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
ორთოპედიულ ფიქსატორებს, ძირითადად, ვიყენებთ ტკივილის შემსუბუქებისა და იმობილიზაციის მიზნით. გარდა ამისა, მათი ტარება ძალიან ეფექტურია რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების პრევენციისთვის. ზემოთ აღნიშნული ფიქსატორების შეძენა შეგიძლიათ როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე თვითინიციატივითაც, თუმცა, სასურველია, რომ ფიქსატორის შეძენამდე გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729205

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени! ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კა...
სოცმედია • 1752698312

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა. ამის შესახებ დღეს თ...
საზოგადოება • 1752692570