პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად ვართ ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში - თსსუ ვაქცინაციასთან დაკავშრებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ჯანმრთელობა • 1635155500 72

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თსსუ-ს თანამშრომლები და სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში, შესაბამისად უნივერსიტეტში სტუდენტების 83%, პერსონალის კი - 92% სრულადაა ვაქცინირებული:
"COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია.
თსსუ - უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში.
დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მისი უპირველესი მოვალეობა - შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8000-მდე სტუდენტისთვის - დიდი წარმატებით შეასრულა:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების სრული შემადგენლობა (100%) და სტუდენტების 91% სავსებით აკმაყოფილებს სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის საჭირო სამი სავალდებულო პირობიდან ერთ-ერთს:
- სრულად ვაქცინირებულია;
- ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;
- თსსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას.
აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც სტუდენტების, ასევე პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა (სტუდენტების 83%, პერსონალის კი - 92%) სრულადაა ვაქცინირებული, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით (სრულად ვაქცინირების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი COVID-19-ის ბარათი QR კოდით). მონაცემები ასახავს 2021 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობას და იგი განახლებადია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უსაფრთხო უნივერსიტეტი!" - ნათქვამია განცხადებაში.

გოგაშვილმა დღეს ახლი კარტები გახსნა და შინაგან საქმეთა მინისტრზე იერიში მიიტანა. პარალელურად, ამ წუთებში გოგაშვილის ოჯახის წევრები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხებიან. თია მარტყოფლიშვილი ცოტა...
სამართალი • 1660727967

ამერიკის შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660726362

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულებ...
პოლიტიკა • 1660725868

მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატ...
პოლიტიკა • 1660725626

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართავს. წერილში გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს და...
პოლიტიკა • 1660724721

სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესს და კრიტ...
პოლიტიკა • 1660724531