PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ჯანმრთელობა • 1790758800
PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ სეულს ესტუმრნენ. მოგზაურობა 17-21 სექტემბერს გაიმართა და მონაწილეებისთვის კორეული სილამაზის კულტურის გაცნობასთან ერთად, ქალაქის ღირსშესანიშნაობების და კორეული ცხოვრების სტილის აღმოჩენას მოიცავდა.
გამარჯვებულებთან - ეკა გაბადაძე, ანნა ბაინდურაშვილი, ვიკა მაყიშვილი - ერთად, მათ მომგებიან არჩევანში მონაწილე PSP-ს თანამშრომლები მაკა ქიტიაშვილი, მარიამ წიკლაური და ია გზირიშვილი გაემგზავრნენ; ასევე ინფლუენსერები - ფოქსი ელენიკო, Skinivar - მარიამ ივანიაძე, ლიკა კვარაცხელია და PSP-ს თანამშრომლები.
PSP-ს მიერ ორგანიზებული K-Beauty ტურის ფარგლებში სპეციალურად დაგეგმილ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. Mizon და COSRX-ის გუნდებმა საოცარი მასპინძლობა გაუწიეს საქართველოში მათი ექსკლუზიური და სანდო პარტნიორის, PSP-ს სტუმრებს.
მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის სილამაზის ინდუსტრიის გაცნობას დაეთმო. სტუმრები მსოფლიოში ცნობილ კორეულ ბრენდებს - Mizon-სა და COSRX-ს ეწვივნენ და მათი პროდუქტებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ კორეელი სტილისტებისა და ვიზაჟისტების პროფესიონალურ მომსახურებით და უფრო ფართოდ გაცნობოდნენ კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკის პროდუქტებს.
გათამაშებაში მონაწილეობა PSP-ს მომხმარებლებს კორეული ბრენდების - Mizon, Village11, Missha, A’pieu, Dermafirm და COSRX - პროდუქციის შეძენით შეეძლოთ. PSP-ს აფთიაქში ან ონლაინ შეძენისას „ჩემი ოჯახის ბარათის“ დაფიქსირებით მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვებოდა.
გათამაშების ფარგლებში მთავარი პრიზის - კორეაში მოგზაურობის გარდა, 1000 მონაწილე სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა. მათ შორის იყო Dyson-ის თმის უთოები და სტაილერები, Fujifilm Instax Mini-ის კამერები, JBL-ის დინამიკები და კორეული თავის მოვლის პროდუქტების ნაკრებები.
PSP საქართველოს ფარმაცვეტული ბაზრის ლიდერია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად. ბრენდის ერთგულებას და ნდობას აძლიერებს კვალიფიციური მომსახურება და პროდუქტების ფართო არჩევანი, მათ შორის კორეული ბრენდების - Mizon, COSRX, Missha, Beauty of Joseon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, ყველაზე ფართო ასორტიმენტი.
„PSP-სთვის K-Beauty-ის გათამაშება მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მათთვის ახალი გამოცდილებების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. სეულში სტუმრობა მონაწილეებისთვის მხოლოდ მოგზაურობა არ ყოფილა, ეს იყო K-Beauty-ის კულტურის უშუალოდ გაცნობის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და დაუვიწყარი მომენტების გაზიარების შესაძლებლობა.
განსაკუთრებით გვიხარია, რომ გამარჯვებულებთან ერთად ამ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ ფარმაცევტებიც და ჩვენი მეგობარი ინფლუენსერები. სეულში გატარებულმა დღეებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აღმოეჩინათ კორეული სილამაზის კულტურა, გაცნობოდნენ ცნობილ ბრენდებს და შეექმნათ ახალი, დაუვიწყარი მოგონებები“. - აცხადებენ PSP-ში.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









