რა არის ფონოფორეზი
ჯანმრთელობა • 1733892076
ფონოფორეზი თერაპიული ტექნიკაა,რომელიც,ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით, მედიკამენტების კანსა და კანქვეშ შეწოვის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ტექნიკა ძირითადად ფიზიოთერაპიასა და სპორტულ მედიცინაში გამოიყენება.
პროცესი მოიცავს სამკურნალო მედიკამენტის (გელის) ადგილობრივ დატანას და ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით მიკროვიბრაციების წარმოქმნას კანში, ეს ტექნიკა ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარიანობას და ხელს უწყობს ნივთიერებების ქსოვილში შეღწევას. ფონოფორეზის მეშვეობით შესაძლებელია მედიკამენტით მიზანმიმართული შედეგის მიღება.
მდგომარეობები, რომლის დროსაც ფონოფორეზი გამოიყენება
ფონოფორეზი ძირითადად ძვალ-კუნთოვანი და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს გამოიყენება. რამდენიმე მათგანია:
● ტენდინიტი - მყესების ანთება, გამოწვეული სახსრის გადაჭარბებული გამოყენებით ან ტრავმით. ფონოფორეზის მეშვეობით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უშუალოდ მიეწოდება დაზიანებული მყესების მიდამოს, რაც უფრო ეფექტურად ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.
● ბურსიტი - სასახსრე ჩანთის ანთებაა. ფონოფორეზის მეშვეობით მცირდება ტკივილი და ანთებითი პროცესი სახსრის ირგვლივ. ეს ეხმარება პაციენტს აღიდგინოს მობილურობა და ფუნქციები.
● ართრიტი - სახსრების ანთება,რომლის დროსაც დამახასიათებელია ტკივილი,სიმტკიცე და მოძრაობის დიაპაზონის შემცირება. ფონოფორეზის მეშვეობით მიიღება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამცირებს სიმპტომებს და აუმჯობესებს ფუნქციას სისტემური მედიკამენტების მიწოდების გარეშე.
● პლანტარული ფასციიტი - ფასციის ანთებაა. დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ქუსლის ტკივილია. ფონოფორეზი ამცირებს ანთებას და ტკივილს,რაც უადვილებს პაციენტს ნორმალურ მოძრაობას.
● მაჯის გვირაბის სინდრომი- თითების,მტევნის ან მკლავის დაბუჟუება,სისუსტე, ჩხლეტვის შეგრძნება, ეს ის სიმპტომებია,რომლებიც მაჯის გვირაბის სინდრომისთვისაა დამახასიათებელი. ფონოფორეზის მეშვეობით შესაძელებლია მაჯის არეში ტკივილისა და ანთების შემცირება,საბოლოო ჯამში კი უმჯობესდება კიდურის ფუნქცია.
● ეპიკონდილიტი (“ჩოგბურთელის იდაყვი”) - იდაყვის მყესების ანთებაა. ფონოფორეზი ამცირებს ანთებას და ტკივილს, საშუალებას აძლევს პაციენტებს უფრო კომფორტულად ჩაერთონ სარეაბილიტაციო ვარჯიშებში.
ფონოფორეზის ბენეფიტები
● ფონოფორეზი არაინვაზიური პროცედურაა. ეს ხდის მას უფრო კომფორტულს და ამცირებს ინფექციების რისკს.
● ულტრაბგერითი ტალღები აძლიერებს წამლის შეღწევადობას და ეფექტურობას,რაც უფრო ლოკალიზებული მკურნალობის საშუალებას იძლევა.
● ვინაიდან მედიკამენტი მიზანმიმართულად მიეწოდება მიდამოს,მცირდება სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი.
● ულტრაბგერითი ტალღები ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას,რაც ხელს უწყობს ქსოვილების აღდეგნას და დაზიანებულ მიდამოში საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
● ფონოფორეზი ეფექტური თერაპიის მეთოდია, განსაკუთრებით კი სხვა ფიზიოთერაპიულ მეთოდებთად კომბინაციაში.
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345











