რა იწვევს წელის ტკივილს?
ჯანმრთელობა • 1747203379
წელის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა,რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების არასწორი წესი,ტრავმა, სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობები და ა.შ წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
კუნთოვანი და მექანიკური მიზეზები:
● კუნთების ან მყესების დაჭიმულობა - გამოწვეულია გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით ან უეცარი მოძრაობებით.
● ცუდი პოზა - ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ან დგომა იწვევს ზურგის კუნთების დაძაბულობასა და ტკივილს წელის არეში.
● მძიმე საგნების აწევის შედეგად გამოწვეული დატვირთვა აზიანებს ზურგის კუნთებს და იწვევს ტკივილს.
● ცხოვრების მჯდომარე წესი და მოძრაობის ნაკლებობა ასუსტებს კუნთებს წელის მიდამოში და ხელს უწყობს ტკივილის განვითარებას.
ხერხემლის პრობლემები
● თიაქარი - ამ დროს ხშირია ნერვზე ზეწოლა, რაც იწვევს ტკივილს, დაბუჟებას და ა.შ.
● სპინალური სტენოზი
● დისკის დეგენერაციული დაავადება
● სპონდილოლისთეზი და ა.შ
ძვალ-სახსროვანი დაზიანებები
● ოსტეოართრიტი იწვევს წელის მიდამოში ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას.
● ოსტეოპოროზის დროს ძვლების დასუსტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მოტეხილობები, განსაკუთრებით კი ხერხემლის არეში.
ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები
● რადიკულიტი იწვევს ტკივილს წელისა და კიდურის მიდამოში
შინაგანი ორგანოების დაზიანებები
● თირკმლის კენჭოვანი დაავადება ან ინფექცია იწვევს ტკივილს წელის არეში
● გინეკოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ენდომეტრიოზი,ფიბრომა ან საკვერცის პოლიკისტოზური დაავადება.
● პროსტატიტი
სხვა მიზეზები
● ჭარბი წონა
● ორსულობა და ჰორმონალური ცვლილებები და ა.შ
ფიზიკური რეაბილიტაციის როლი წელის ტკივილის დროს
ფიზიკური რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს წელის ტკივილის მკურნალობაში,დისკომფორტის შემცირებაში, მობილობის აღდგენაში, კუნთების გაძლიერებასა და რეციდივის პრევენციაში.
ამ დროს გამოყენებული თერაპიის სახეებია:
ფიზიოთერაპია, რაც მოიცავს მანუალურ თერაპიას, გაჭიმვასა და ვარჯიშებს, რომლებიც მიმართულია მუცლისა და ზურგის კუნთების გაძლიერებაზე.
ელექტროთერაპია სასარგებლოა ტკივილის მართვისათვის.
ულტრაბგერითი თერაპია ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს აღდგენის პროცესს.
სიცივისა და სითბოს თერაპიის საშუალებით ხდება ზურგის კუნთების რელაქსაცია, მცირდება ანთება და ტკივილი.
ჰიდროთერაპია ამცირებს სტრესს წელის მიდამოზე, აუმჯობესებს მოქნილობასა და სიძლიერეს.
პოზიციური ვარჯიშები აუცილებელია სწორი პოზის შესანარჩუნებლად.
ოკუპაციური თერაპია ეხმარება ინდივიდებს ყოველდღიური აქტივობების შეცვლაში რათა შემცირდეს დატვირთვა ზურგის მიდამოზე.
ფიზიკური რეაბილიტაცია ეფექტური მეთოდია წელის ტკივილის სამართავად. მიზანმიმართული ვარჯიშების, ულტრაბგერითი,ელექტრო თუ სხვა თერაპიის და ცხოვრების წესის კორექტირების კომბინაციით შესაძლებელია წელის ქრონიკული ტკივილის დაძლევა. რეაბილიტაციის სპეციალისტთან კონსულტაცია კი დაგეხმარებათ მკურნალობის სწორი გზის პოვნაში.
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











