რა უნდა გავითვალისწინოთ წელის ტკივილის დროს

წელის ტკივილი

დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა წელის ტკივილის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა. ეს პრობლემა თანამედროვე ცხოვრებაში სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრ ადამიანს აწუხებს. გარდა ამისა, წელის ძლიერი ტკივილი წელის გაციებას ან სხვა უფრო მძიმე დაავადებას შეიძლება უკავშირდებოდეს.  მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კუნთების სპაზმითაა განპირობებული. ამის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის:

● უხერხული მოძრაობა;

● მძიმე საგნის აწევა;

● ბავშვის მოვლისგან მიღებული დატვირთვა;

● მანქანის ხანგრძლივი მართვა;

● ავარია ან დაცემა;

● კონკრეტული დაავადება და სხვ.

გარდა ამისა, წელის ტკივილი ხშირად  ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობას შეგვახსენებს და ჯანსაღი ცხოვრებისკენაც მოგვიწოდებს. ხშირად, ხანგრძლივი დასვენება აუარესებს წელის ტკივილს, ვარჯიში კი წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს კონკრეტული პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. ამ დროს რეკომენდებულია ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ასევე,  ეფექტურია  წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება.  ამ პროდუქციას პაციენტები ატარებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:

● ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები;

● ზურგის სვეტის დაზიანებები;

● თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი;

● ოსტეოპოროზი;

● რადიკულიტი და სხვ.

გარდა ამისა, კომპიუტერთან მუშაობის დროს გაითვალისწინეთ, რომ  მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ გადაწიოთ. სამუშაო სკამი კი, სასურველია, კომფორტული და რეგულირებადი იყოს. ჯდომის პროცესში უმჯობესია, კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე დააფიქსიროთ, ტერფი კი აუცილებლად უნდა ეხებოდეს იატაკს. ყოველ 20 წუთში გაავარჯიშეთ თვალები: გადაიტანეთ მზერა კომპიუტერის მონიტორიდან და თვალის კაკლის მოძრაობით დაასვენეთ მხედველობის ორგანო. ამასთანავე, ყოველ 1 საათში თითოეული სახსრის მარტივი მოძრაობით განტვირთეთ და გაავარჯიშეთ სხეული. ფიზიკური აქტივობა სამუშაო საათებში ძალიან მნიშვნელოვანია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853