რა უნდა გავითვალისწინოთ ზურგის ტკივილის დროს

ჯანმრთელობა 1699939630    247

ტკივილი

ზურგის ტკივილი შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული და განსხვავებული სიმპტომებიც გამოიწვიოს. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად სახელდება:

● მჯდომარე ცხოვრების წესი;

● ხერხემლის პათოლოგიები;

● ფიზიკური დატვირთვა;

● პროფესიული საქმიანობა.

გარდა ამისა, ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს: გადაღლილობა, დაჭიმულობა, დიდხანს არასწორ პოზაში ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევა, ტრავმა ან რომელიმე დაავადება. ამ პრობლემის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ზურგის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად  ადამიანები ზურგის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი  ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

● წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32 სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.

● ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების  მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.

● წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და  აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.

 

● წელის მატყლის კორსეტი - სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში. გამოიყენება ასევე რევმატული ტკივილის დროს.

გარდა ამისა, ზურგის ტკივილის თავიდან ასარიდებლად ეცადეთ, რომ ყოველთვის დაჯდეთ კომფორტულ პოზაში, რადგან მჯდომარე მდგომარეობაში ხერხემალზე ზეწოლა განსაკუთრებით მატულობს.  პერიოდულად აკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები. ხანგრძლივი დასვენება ზურგის არეში ტკივილს აუარესებს, ვარჯიში კი ჭიმავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. ასევე  შეარჩიეთ ძილის სწორი პოზა და პერიოდულად გაიარეთ ფიზიკური თერაპია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729

ხვიჩია
„ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე

 „ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...

პოლიტიკა 1701348507