რამდენად საშიშია ვარიკოზი

ვარიკოზი

ვარიკოზის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. შესაძლებელია, ამ დაავადების წარმოქმნა მემკვიდრეობით ფაქტორს უკავშირდებოდეს, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ის მშობლიდან შვილზე გადადის. შესაძლებელია, ეს განპირობებული იყოს პროფესიული მიზეზითაც. დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა, სიმსუქნე და  ხანდაზმული ასაკი ასევე მიიჩნევა ამ დაავადების გამომწვევ ფაქტორებად. ზედაპირული ვენების გაგანიერება საშიში არ არის და, რა თქმა უნდა, მკურნალობასაც ექვემდებარება. თუმცა, ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი - ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რადგან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ვარიკოზის მკურნალობა

ვარიკოზის მოვლის დროს ადამიანები ხშირად იყენებენ კომპრესიულ კოლგოტებსა და წინდებს, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ეს პროდუქტი  წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და  კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ვარიკოზის წინდები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მისი გამოყენება ეფექტურია ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. მათ შორის ყველაზე აქტიურად გამოიყენებენ:

 

● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.

 

● მუხლამდე წინდა - აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ვარიკოზი ეს ის დაავადებაა, რომლის მკურნალობაც მყისიერად უნდა დაიწყოს ადამიანმა, მკურნალობის საწყისი ეტაპი კი ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი დანიშნულების შესაბამისად მკურნალობაა, იქნება ეს პრეპარატული თუ კომპრესიული სახის. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472

ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047