რას გთავაზობთ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი

ჯანმრთელობა 1693376161    66

სახსარი

“ახალი ხედვის”  სარეაბილიტაციო ცენტრი” სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და სრულფასოვან მომსახურებას პაციენტებისთვის როგორც პოსტტრავმულ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. ცენტრი გთავაზობთ გარემოს, რომელიც დააჩქარებს თქვენს გამოჯანმრთელებას, საჭირო უნარების განვითარებას, რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

ცენტრში წარმოდგენილია თერაპიების ფართო სპექტრი, უახლესი აპარატურა და სხვადასხვა სახის სერვისი, რაც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ თქვენზე მორგებული მკურნალობის მეთოდი.

“ახალი ხედვი” სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

● PRP თერაპია - თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები,მარიტივი და მინიმალურად ინვაიზური პროცედურაა, შედეგის მისაღებად კი საშუალოდ 2-6 კვირაა საჭირო.

● ულტრაბგერითი თერაპია -  ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება ისეთ შედეგებს გვაძლევს როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთების საწინააღმდეგო  და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა- რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.

● ელექტროთერაპია - ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება,ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.

● ლაზეროთერაპია - ლაზეროთერაპია არის მკურნალობის მეთოდი , რომელიც  დროსაც სამკურნალოდ დაბალი  ინტენსივობის, მონოქრომატული , კოჰერენტული  და მიმართული გამოსხივების მქონე სინათლის სხივი გამოიყენება. შესაბამისად  მეთოდი  როგორც დიდ, ისე

მცირე ფართობზე მაღალი სიზუსტით მუშაობის საშუალებას იძლევა, რაც თერაპიული ეფექტის ხარისხს ზრდის.  ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში გამოყენებული ლაზერის ძირითადი ეფექტებია: ანთების საწინააღმდეგო მოქმედება , უჯრედის მეტაბოლიზმის და მიკროცირკულაციის გააქტიურება , ანალგეზია და ა.შ

● მაგნიტოთერაპია-  ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს- აჩქარებს ძვლის შეხორცებას,  ამცირებს ქსოვილების აღდგენისთვის საჭირო დროს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით,ამცირებს შეშუპებას,აუმჯობესებს სისხლმომარაგებას. სწორედ ამიტომ თერაპია აქტიურად გამოიყენება ოპერაციის შემგდომ პერიოდში.

● დარტყმით-ტალღოვანი თერაპია - უსაფრთხო,არაინვაზიური, სწრაფი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია, ის მსოფლიო მასშტაბით წარმატებით გამოიყენება. თერაპიისას მექანიკური ენერგია გადაეცემა ქსოვილს და  და უჯრედებს.  ამ დროს  დაზიანებული  უჯრედი იღებს მიკროტრავმას , ამით  ორგანიზმს აიძულებს,  რომ  საპასუხოდ გააქტიუროს კოლაგენის  და ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის პროცესი, რაც  თავის მხრივ გულისხმობს  რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას.

● ვაკუუმთერაპია - მკურნალობის არაინვაზიური პროცედურაა. ამ მკურნალობის მეთოდმა გამოყენება ჰპოვა როგორც ესთეტიკურ მედიცინაში, ასევე რეაბილიტაციის დარგში. 

თერაპიული ეფექტი სპეციალური აპარატის მეშვეობით მიიღწევა, რომელზე განთავსებული ვაკუუმის ჭიქები, უარყოფითი წნევის მეშვეობით შეიწოვს ქსოვილს და ქმნის ვაკუუმს ქსოვილსა და ჭიქას შორის.

● ტრაქცია - პროცედურისას ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს.

● ღრმა ოსცილაცია - თერაპია ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს, პროცედურის დროს წარმოქმნილი რხევები ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს,ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევებს,ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში.

● ულტრაფონოფორეზი - აერთიანებს ულტრაბგერით თერაპიასა და მედიკამენტურ მკურნალობას, რას გულისხმობს იმას, რომ  ორგანიზმში ულტრაბგერის საშუალებით შედის მედიკამენტი, რის შედეგადაც ვლინდება მაღალი თერაპიული ეფექტი

● პასიური მოძრაობის თერაპია - არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება  სახსარში მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად და სახსრის გასაძლიერებლად. ამ დროს თერაპევტი აკონტროლებს პაციენტის სხეულის ნაწილის მოძრაობას, ნაზად ჭიმავს სახსარს  და ააქტიურებს კუნთებს.

● მექანოთერაპია - უწყვეტი პასიური მოძრაობითი თერაპიის დროს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით  პაციენტის შესაბამისი სახსრი ასრულებს პასიურ მოძრაობას , თერაპევტის მიერ წინასწარ შერჩეული სისწრაფითა და მოძრაობის სიფართით. ორთოპედ ქირურგთა ამერიკული აკადემიის მიხედვით (AAOS) - ადრეული მობილიზაცია CPM-ის გამოყენებით ოფიციალურად შეტანილია პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პროტოკოლებსა და გაიდლაინებში ისეთი ინტერვენციების შემდგომ, როგორებიცაა წინა  ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია, მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება და სხვა.

● სამკურნალო ვარჯიში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლიკა
პატარა ლიკამ დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695895320

ირე ლიზა
„იარე ლიზას“ სცენარისტის პირველი კომენტარი სკანდალური ჩვენების შემდეგ

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას"  სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...

საზოგადოება 1695895231

შეაწუხე ირაყლი
"ირაყლის" გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...

პოლიტიკა 1695894881

გოგოტიშვილი
„ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“- „ოცნების“ რომელ დეპუტატზე საუბრობს თენგო გოგოტიშვილი

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“ 

სოცმედია 1695894739

ლავროვი
„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი“ - ლავროვი

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...

პოლიტიკა 1695894633

ალუდა ღუდუშაური
„ვაიძულებთ“ - რით ემუქრება ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილს

ყველას, საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავ...

პოლიტიკა 1695894231