როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?

მირონიძე

ბევრს ჰგონია, რომ სპეციალური ბალიშები მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც კონკრეტული დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია. რეალურად, ორთოპედიული ბალიშები რეკომენდებულია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ძილის ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებით კი მათი გამოყენება აუცილებელია მათთვის, ვისაც აწუხებს კისრის ოსტეოქონდროზი, ხშირი თავის ტკივილი, უძილობა ან გაღვიძებისას კუნთების დაჭიმულობა.

 როდის არის რეკომენდებული ორთოპედიული ბალიშის გამოყენება?

ორთოპედიული ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ, მათი ხშირი გამოყენება ადამიანების ყოველდღიურობას ბევრად აუმჯობესებს - ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:

  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • სხეულის სწორ პოზიციონირებას;
  • ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
  • უზრუნველყობს სწორ მდგომარეობაში ძილს;
  • ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.

 

როგორ შევარჩიოთ სწორად ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშები ლატექსის მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც იხსნება და ირეცხება, ეს კი გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ორთოპედიული ბალიშები, მაგალითად, მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის ორთოპედიული სამგზავრო ბალიში გამოიყენება, მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც  წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და მისი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია დიდხანს ჯდომის დროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
  • ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
  • სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400