როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ორთოპედიული ქამრები
ჯანმრთელობა • 1702101450
მთელ მსოფლიოში წელის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. წელის პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. ამ დროს საკმაოდ ეფექტურია წელის ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების გამოყენება პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის ორთოპედიული ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს. თუმცა მათ შორის არის ფუნქციური განსხვავებები, მაგალითად:
● ხერხემლის, ე.წ გულ-მკედრ-წელის კორსეტი - ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული კორსეტის ტარება რეკომენდებულია.
● ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
● ზურგის კორსეტი - ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს არის ეფექტური.
● ორსულობის ქამრები - ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას.
ორთოპედიული ქამრების გამოყენება ასევე ეფექტურია წელის ტკივილის დროს. ეს პროდუქტი ინიშნება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. ორთოპედიული ქამარი ხელს უწყობს ხერხემლისა და კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას, რის ხარჯზეც მცირდება ტკივილი. წელის ორთოპედიულ ქამარს შეიძლება ჰქონდეს პლასტმასის ან მეტალის ჩანართი, რაც ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფს. გამოყენებამდე აუცილებლად სწორად შეარჩიეთ ზომა, რომ ორთოპედიული ქამარი იყოს მაქსიმალურად თქვენზე მორგებული. ადამიანები უმეტესად სახლის პირობებში იწყებენ მკურნალობას, თუმცა ხანგრძლივი და ინტენსიური ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი დადგინდეს და შესაბამისი მკურნალობის გეგმა შემუშავდეს.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












