როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს

სქოლიოზი

სქოლიოზი ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაციაა კობის კუთხე 10 გრადუსი და მეტი.დევიაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს გულმკრედის,წელის ან ხერხემლის ორივე რეგიონში. სქოლიოზი გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანში,თუმცა ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება ბავშვებსა და მოზარდებში.

 

სქოლიოზი შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპად გამომწვევი მიზეზისა და დაწყების ასაკის მიხედვით.პირველადი კატეგორიებია:

● იდიოპათიური სქოლიოზი:სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია(80%),რომლის გამომწვევი ფაქტორიც უცნობია. ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში,განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების დროს.

● კონგენიტალური სქოლიოზი:გამოწვეულია ნაყოფის განვითარების პერიოდში წარმოქმნილი მალების ანომალიებით და შედეგად ხერხემლის არასრული ფორმირებით.

● ნეიროკუნთოვანი სქოლიოზი:სქოლიოზის ეს ტიპი გამოწვეულია კუნთებისა და ნერვული ბოჭკოების ანომალიით.ვითარდება,როგორც ნეიროკუნთოვანი მდგომარეობის მეორადი სიმპტომი.მაგალითად კუნთოვანი დისტროფია ან ცერებრალური დამბლა,რასაც გავლენა აქვს კუნთების კონტროლსა და კოორდინაციაზე.

● დეგენერაციული სქოლიოზი:ასევე ცნობილი,როგორც ზრდასრულობის სქოლიოზი,ვითარდება ხანდაზმულ ასაკში ასაკის მატების,ტრავმის ან სხვა მიზეზების გამო.(მაგ:ოსტეოპოროზი,ართრიტი)

სქოლიოზის  ძირითადი სიმპტომები

● მხრების არათანაბარი განლაგება

● მენჯის ასიმეტრია

● წელის ასიმეტრია

● ხერხემლის დეფორმაცია

● მალათი როტაცია

● ზურგის ტკივილი

● დაღლილობა

● სუნთქვის გაძნელება

სქოლიოზის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე,სქოლიოზის ხარისხზე,დაავადების პროგრესირებაზე და სიმპტომებზე.მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

დაკვირვება და მონიტორინგი
 მსუბუქი სიმძიმის სქოლიოზის დროს(კობის კუთხე 10-20 გრადუსი),განსაკუთრებით კი ბავშვებში,რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პერიოდში არიან,რეკომენდირებულია მრუდის პროგრესირების მონიტორინგი.

ფიზიკური თერაპია
 ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სქოლიოზის მართვაში,განსაკუთრებით კი ტკივილის შემცირებაში,პოზის გაუმჯობესებაში,კუნთების გაძლიერებაში და საერთო ფუნქციის შენარჩუნებაში. ძირითადი ტექნიკებია:

● პოსტურალური ტრენინგი - გულისხმობს პოზის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება მოიცავდეს სათანადო ჯდომის,დგომის და ძილის პოზების სწავლებას,რათა მინიმუმადე  შემცირდეს სქოლიოზის გავლენა ყოველდღიურ საქმიანობაზე.

● გაჭიმვა და მოძრაობის დიაპაზონის ვარჯიშები - სასარგებლოა  ხერხემლისა და მიმდებარე კუნთების მოქნილობისა და მობილობის გასაუმჯობესებლად .

● ძალისმიერი ვარჯიშები - მიზნად ისახავს მუცლის,ზურგის და მენჯის კუნთების გაძლიერებას,რათა უზრუნველყონ ხერხემლის სტაბილურობა.

● ბალანსისა და კოორდინაციის ტრენინგი - ბალანსის ვარჯიშები გამოიყენება სტაბილურობისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.

● სუნთქვითი ვარჯიშები - მნიშვნელოვანია სქოლიოზის მართვაში,განსაკუთრებით მძიმე გამრუდების მქონე პირებში. ტექნიკას,როგორიცაა დიაფრაგმული სუნთქვა,შეუძლია სუნთქვის ფუნქციის ოპტიმიზაცია.

შროტის მეთოდი

კონსერვატიული მკურნალობის სტანდარტია. აერთიანებს სპეციფიკური სავარჯიშოების პროგრამას და დამხმარე საშუალებების გამოყენებას.გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის სქოლიოზის დროს.

ბრეისინგი(კორსეტი)

რეკომენდირებულია საშუალო სიმძიმის სქოლიოზის დროს (კობის კუთხე 25-40 გრადუსი).მკურნალობის მიზანი, ზრდის პროცესში მრუდის შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილებაა.ბრეკეტის ტიპი და ტარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდის მრუდსა და მრუდის ზრდის პოტენციალზე.

ქირურგიული ჩარევა
  ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია მძიმე ფორმების დროს,როდესაც კობის კუთხე არის 40-50 გრადუსი და მეტი,ან კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ხერხემლის ფიქსაციას და ტრანსპედიკულური ჭანჭკებით გასწორებას.

ტკივილის მართვა
 სქოლიოზით გამოწვეული ტკივილის მართვისთვის შეიძლება გამოიყენოთ ისეთი სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა ფიზიოთერაპია, სხვადასხვა ინექციები(როგორიცაა ეპიდურული სტეროიდების ინექცია) და სხვა.

სქოლიოზის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელია „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში“,სადაც მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები დაგხვდებიან.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა  მისი...

კრიმინალი 1747592511

კობახიძე ირაკ
„ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის შეცვლა“ - ივანიშვილისც მეგობარ აქტსა და სანქიცებზე

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...

პოლიტიკა 1747591520

ზურა ჯაფარიძე
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა, ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“ - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...

პოლიტიკა 1747590842

კობახიძე1
„გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში“ - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...

პოლიტიკა 1747590140

კიტ კელოგი
„აშშ-მ 22-პუნქტიანი გეგმა შეადგინა, რომლის პირველი პუნქტიც ცეცხლის შეწყვეტაა“ - კელოგი

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747589085

კვარაცხელია მიქაუტაძე დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ.  სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...

სპორტი 1747588981