საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

ჯანმრთელობა 1634030128    87

ექიმი

 

გასულ წელს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი მსოფლიოში 314 ათასამდე ქალს დაუსვეს, საქართველოში კი მისი 381 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო ქალის მცირე მენჯის სასქესო ორგანოების სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

საკვერცხის კიბოს სპეციფიკური ჩივილები არ აქვს, რაც მის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას ართულებს. გარდა ამისა, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმედ მიმდინარეობს. მაღალია მკურნალობის შემდეგ მისი რეციდივის ანუ განმეორებით განვითარების ალბათობაც.

როგორ უნდა მოიქცნენ ქალები, რომ საკვერცხის კიბო დროულად აღმოაჩინონ? როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა და როგორ ვმართოთ და ვაკონტროლოთ საკვერცხის სიმსივნე შემდგომში? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე და კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია გვესაუბრა.

საკვერცხის კიბოს სკრინინგი არ არსებობს. თუმცა, ვლინდება სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, ამ დაავადებაზე მიანიშნებდნენ. ესენია: მუცლის შებერილობა, მისი ზომაში მომატება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი და გულძმარვა. ასევე, საკვერცხის კიბოს იშვიათი სიმპტომი ახალგაზრდებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ასაკოვან ქალებში მენოპაუზის შემდეგ სისხლიანი გამონადენიცაა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ყველა ეს ჩივილი უკვე საკვერცხის კიბოს განვითარების გვიან – მესამე ან მეოთხე სტადიაზე – ვლინდება.

„ამიტომ აუცილებელია, რომ ქალებმა გინეკოლოგს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართონ, თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდნენ ისინი თავს.

მათ შეუძლიათ ჩაიტარონ ისეთი არაინვაზიური და არააგრესიული კვლევაც, როგორიცაა მცირე მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის“, – ამბობს ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე.

საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება და ავადდებიან ძირითადად პოსტმენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალები. თუმცა, ბოლო დროს შეინიშნება სიმსივნის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკფაქტორების: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, უშვილობა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა.

„ოჯახურ ანამნეზს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ორ ან მეტ პირველი რიგის ნათესავს ჰქონდა საკვერცხის ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი, საკვერცხის სიმსივნის განვითარების რისკიც მატულობს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავატაროთ სპეციალური კვლევა, რომელიც გენეტიკური მუტაციების – BRCA1-სა და BRCA2-ს განსაზღვრაში გვეხმარება. თუკი, პაციენტში BRCA1-ს მუტაცია აღმოჩნდა, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მას 39-58%-ით, ხოლო BRCA2-ს შემთხვევაში – 13-29%-ით ეზრდება“, – ამბობს კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია.

ამ გენეტიკური მუტაციების არსებობის დადგენა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც სიმსივნით დაავადებულ, ასევე, ჯანმრთელ ადამიანებში. პაციენტებს , რომლებიც მკურნალობენ საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზით, შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდეთ პირველი ხაზის თერაპიის შემდგომი შემანარჩუნებელი მკურნალობა. ჯანმრთელ ადამიანს კი კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი პროფილაქტიკური ოპერაცია – ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია.

„საინტერესოა, რომ იმ ჯანმრთელი ადამიანების 5%-ს, რომელთაც ეს პროფილაქტიკური ოპერაცია ჩაუტარდათ, სწორედ ამ დროს აღმოაჩნდათ საკვერცხეში ადრეული სტადიის სიმსივნე. სიმსივნე, რომლის დიაგნოსტირებაც მანამდე გამოკვლევებით ვერ მოხერხდა“, – გვითხრა თამარ ესაკიამ.

პაციენტების, რომელთაც BRCA1 ან BRCA2 მუტაცია აქვთ და უარს ამბობენ პროფილაქტიკურ ოპერაციაზე, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ულტრაბგერითი კვლევა და სისხლის ანალიზი ონკომარკერ CA 125-ზე.

საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მას შემდეგ, რაც პაციენტი სპეციალისტს ჩივილებით მიმართავს, პირველ რიგში მას ულტრაბგერითი კვლევა უტარდება.

„როდესაც ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით მცირე მენჯში ვლინდება  ქსოვილოვან-კისტოზური  წარმონაქმნები, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიის ჩატარება. ასევე, მოწმდება საკვერცხის ონკომარკერები.

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კუჭის კიბოს დროს მეტასტაზი საკვერცხეშიც ვრცელდება. ამ დროს კუჭისა და საკვერცხის სიმსივნეების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, დიაგნოსტიკის პროცესში ვატარებთ  გასტროსკოპიას, რათა ზუსტად დავადგინოთ კიბოს წარმომავლობა.

მკურნალობის ტაქტიკას უკვე ყველა კვლევის შედეგის მიხედვითა და სიმსივნური პროცესის შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ“, – ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

საკვერცხის კიბოს მკურნალობას მულტიდისციპლინური გუნდი უძღვება ონკოგინეკოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგებისა და ზოგადი ონკოქირურგების შემადგენლობით. მკურნალობა თითქმის ყოველთვის კომბინირებულია და ის ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

„ქირურგიული მკურნალობის დროს ე.წ. ციტორედუქციულ ოპერაციებს ვატარებთ, რომლის დროსაც ყველა სიმსივნური ქსოვილის, ყველა ხილული დაზიანების ამოკვეთა ხდება. ეს ხშირად ძალიან დიდი მასშტაბის, შრომატევადი და ხანგრძლივი ოპერაციაა და მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქირურგებმა ჩაატარონ“, – გვითხრა ნინო ჩოგოვაძემ.

სიმსივნის გავრცელების მიხედვით განისაზღვრება ქიმიოთერაპიის კურსი და ტიპი. ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია ოპერაციის წინ, ადიუვანტური კი ოპერაციის შემდგომ ინიშნება. დამატებით მიმართავენ ტარგეტული თერაპიასაც.

თუმცა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მკურნალობის ციკლი, საკვერცხის კიბოს რეციდივის მაღალი რისკი ახასიათებს. ამიტომ, სპეციალისტები პაციენტებს მის მუდმივი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ. ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება თავიდან მიზანშეწონილი 3 თვეში, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელაა. საბოლოოდ კი, ეს პერიოდი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისმერიასა დაშპს „ბიზნესცენტრმოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყ...

საზოგადოება 1701856018

შეზღუდვა
თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრ...

საზოგადოება 1701855892

კალაძეე
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით

„პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, - თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუ...

პოლიტიკა 1701855755

თეგეტა
"თეგეტამ" "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა

,,თეგეტამ” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭრით, 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტიმულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის განთავსებასრულად და წარმატებით დაასრულა. გალტ & თაგარტი არის ამ გარიგების ექსკლუზიური ო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701855608

ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს - „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ სურდა კანდიდატის სტატუსის მიღება

„ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება“ - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავ...

პოლიტიკა 1701855383

კალაძე
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდო...

საზოგადოება 1701855242