სარეაბილიტაციო პროცედურები სპორტული ტრავმების დროს

ფოტო

  სპორტული აქტივობებისას ტრავმის მიღების ალბათობა საკმაოდ დიდია, გამომწვევი ფაქტორი კი - მრავალფეროვანია, მათ შორისაა სახსრის ხშირი და არადოზირებული დატვირთვა, ვარჯიშის არასწორი ტექნიკა,სპორტის სახეობასთან ასოცირებული სპეციფიური რისკები და სხვა. დაზიანების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან-მძიმემდე და შეიძლება შეგვხდეს ნებისმიერ სპორტის სახეობაში. სპორტული რეაბილიტაცია მიზნად ისახავს პოსტტრავმულ პერიოდში მოქნილობის, ძალის, სისწრაფის , ზოგადი ფუნქციონირების აღდგენას და შემდგომი დაზიანებების პრევენციას. 

 

ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმები და მათი რეაბილიტაცია

ტენდინიტი, იგივე მყესის ანთება, მოითხოვს სტრუქტურირებულ ფიზიკური რეაბილიტაციის გეგმას, იმისათვის რომ იმართოს ანთებითი პროცესი და  ტკივილი. ძირითადი სარეაბილიტაციო პროცედურებია: 
❖  მწვავე ფაზის რეაბილიტაცია

➔ დასვენება და ფიზიკური აქტივობების მოდიფიკაცია

➔ კრიოთერაპია - ამცირებს შეშუპებას

➔ კომპრესია და დაზიანებული ადგილის  ელევაცია (ამაღლებული პოზიცია).

➔ ტკივილის მართვა ფიზიოთერაპიით და  მედიკამენტებით.

 

❖  ქვემწვავე ფაზის რეაბილიტაცია

➔ მოძრაობის დიაპაზონის გაზრდის ვარჯიშები (ROM) - უზრუნველყოფს დაზიანებულ მიდამოში შებოჭილობის თავიდან აცილებას.

➔ გაწელვა - მსუბუქი გაწელვა აუცილებელია მოქნილობის შესანარჩუნებლად

➔ მანუალური თერაპია - რბილი ქსოვილების მობილიზაცია და მიოფასციალური დამუშავება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების ტროფიკას.

➔ ულტრაბგერითი თერაპია და დარტყმით-ტალღოვანი თერაპია - გამოიყენება ქსოვილების რეგენერაციის ხელშაწყობისათვის.

❖  ფუნქციური რეაბილიტაციის ფაზა

➔ პროგრესირებადი გამაძლიერებელი ვარჯიშები

➔ პროპრიოცეფციისა და ბალანსის ვარჯიშები

➔ ბიომექანიკური კორექცია

➔ ჩვეული აქტივობებში ეტაპობრივი დაბრუნება.

ბურსიტი სასახსრე ჩანთის ანთებაა, ამ დროს  რეაბილიტაცია ძირითადად ფოკუსირებულია ტკივილის შემსუბუქებაზე,მობილურობის აღდგენასა და რეციდივის პრევენციაზე.

❖  მწვავე ფაზის რეაბილიტაცია

➔ დასვენება და აქტივობების მოდიფიკაცია - მოერიდეთ ხშირ განმეორებით მოძრაობებს,

➔ კრიოთერაპია - გამოიყენეთ ყინულის საფენები 10-15 წთ შეშუპების შესამცირებლად.

➔ კომპრესია და დაზიანებული ადგილის ელევაცია (ამაღლებული პოზიცია )

➔ ტკივილის მართვა ფიზიოთერაპიით  და მედიკამენტებით.

➔ საჭიროების შემთხვევაში დამხმარე მოწყობილობების გამოყენება

❖  ქვემწვავე ფაზის რეაბილიტაცია

➔ მოძრაობის დიაპაზონის  გასაზრდელი ვარჯიშები (ROM) - უზრუნველყოფს დაზიანებულ მიდამოში შებოჭილობის თავიდან აცილებას.

➔ გაწელვა - მსუბუქი, კონტროლირებადი გაწელვა მიმდებარე კუნთების მოქნილობის გასაუმჯობესებლად.

➔ მანუალური თერაპია - რბილი ქსოვილების მობილიზაცია და მიოფასციალური დამუშავება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების კვებას.

➔ ულტრაბგერითი თერაპია და ელექტროთერაპია - გამოიყენება ქსოვილების რეგენერაციის ხელშეწყობისათვის.

➔ ჰიდროთერაპია

❖  რეაბილიტაცია მოტეხილობების დროს მიზანმიმართულია მობილურობის, ძალის და ფუნქციების აღდგენისკენ. პროცესის მიმდინარეობა  დამოკიდებულია მოტეხილობის ტიპზე და სიმძიმეზე.

❖  მწვავე ფაზა

➔ იმობილიზაცია

➔ ტკივილისა და შეშუპების მართვა

❖  ქვემწვავე ფაზა

➔ მორაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები(ROM) - სახრების კონტაქტურის  პრევენციისათვის

➔ იზომეტრიული გამაძლიერებლი ვარჯიშები - კუნთების სტატიკური შეკუმშვა

➔ ჰიდროთერაპია

მენისკის დაზიანება, მკურნალობის ტიპის მიუხედავად  (კონსერვატიული თუ ქირურგიული) საჭიროებს სტრუქტურირებულ სარეაბილიტაციო პროცესს ფუნქციის, ძალის და სტაბილურობის აღსადგენად და ხელახალი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
❖  მწვავე ფაზის რეაბილიტაცია

➔ დასვენება და  ფიზიკური აქტივობების მოდიფიკაცია

➔ კრიოთერაპია

➔ კომპრესია და ელევაცია

➔ ტკივილის მართვა

➔ საჭიროების შემთხვევაში იმობილიზაცია

 

❖  ქვემწვავე ფაზა

➔ სამკურნალო ვარჯიშები

➔ მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები

❖  ფუნქციური რეაბილიტაციის ფაზა

➔ პროგრესირებადი გამაძლიერებელი ვარჯიშები

➔ პროპრიოცეფციისა და ბალანსის ვარჯიშები

➔ სპორტულ აქტივობებში ეტაპობრივი დაბრუნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...

შემთხვევა 1784386086

ირანი
ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა - ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე

ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....

მსოფლიო 1784383800

ვილდბერი
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში Wildberries-ის საწყობებზე მიიტანეს იერიში – ზარალმა შესაძლოა 100 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს

18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784376000

ზოდიაქო
18 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...

ეს საინტერესოა 1784319265

ეფლი
Apple-მა Nvidia-ს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა

Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...

ეს საინტერესოა 1784304545

საქბანკი
გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS  მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784302346