"სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ" - ამირან გამყრელიძის თქმით სეზონური გრიპის ვაქცინა უფასო იქნება

ჯანმრთელობა 1637410710    70

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი, სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. 

მისივე განმარტებით, აქამდე არსებობდა კონკრეტული რისკჯგუფები, რომელთა ვაქცინაციაც პირველ რიგში უნდა მომხდარიყო, თუმცა ხვალიდან თითოეულ მოქალაქეს შეეძლება ყოველგვარი შეფერხების გარეშე მივიდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მიიღოს აღნიშნული მომსახურება. 

,,პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით. გვაქვს ყოველკვირეული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით. ზედამხედველობა კარგად არის აწყობილი. ჯერ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას. ამ ეტაპზე აცრილია 90 ათასი ადამიანი, 100-110 ათასი დოზა კიდევ არის ქსელში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686