თანამედროვე ორთოპედიული ფიქსატორები

ფიქსატორები

თანამედროვე ორთოპედიული ფიქსატორები აქტიურად გამოიყენება ტრავმების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების მკურნალობის პროცესში. ეს პროდუქტი სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს  და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს.  ფიქსატორები არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.  მათი გამოყენების პერიოდი დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე და ინიშნება ინდივიდუალურად, ექიმის რეკომენდაციით. ინფორმაცია მათი დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო პორტალზე: infomedical.ge.

 

განვიხილოთ, რისთვის არის საჭირო თითოეული მათგანი:

● მხრის ფიქსატორი - სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა. ის სხვადასხვა სახის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

● იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

● კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

● კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს.  ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია.  მას შეუძლია  კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.

● სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.

● ხერხემლის ფიქსატორებს - წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი  ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, ასევე იდეალურად გამოიყენება წელის ტკივილისა და ამ არეზე დატვირთვის  შესამცირებლად.

● თითის ფიქსატორი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის,  ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.

● მუხლის ფიქსატორი - უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს, ასევე მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების სამკურნალოდაც.

● ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.

● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის დროს და ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების დაზიანების დროსაც ატარებენ. ეს ფიქსატორი ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების განეიტრალებასაც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია ახალი
რა ძალადობაზე საუბრობდა კესარია აბრამიძე მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა. როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და...

საზოგადოება 1726683820

კესარია
კესარია აბრამიძეს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული - მკვლელობის ახალი დეტალები

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღო...

კრიმინალი 1726683597

კესარია ჯაიანი
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს - მედია

 "პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს.   ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია.   არსებული ინფორმაციით, კ...

კრიმინალი 1726682712

კესარია
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი მიიმალა. მეზობლების ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ის კესარიას საცხოვრებელი სახლიდან. ცნობის...

კრიმინალი 1726681059

ფისო
კესარია აბრამიძე მოკლეს

 ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამი...

კრიმინალი 1726680657

ქცია ბოდიში არა
“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქც...

პოლიტიკა 1726670825