ტერფის დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდებით

ბრტყელტერფიანობა

ტერფის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებული, რომლის დროსაც დაზიანების

რისკი მაღალია. ტერფის ტკივილის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ღრძობა ან დაჭიმულობაა, აუცილებელია მისი ფიქსაცია, ასევე რეკომენდებულია მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად და მისი სრული კონტროლის ქვეშ ტერფის კვლევის საფუძველზე. ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

●  ბრტყელტერფიანობა;

●  პროფესიული და სპორტული ტერფი;

●  დიაბეტური ტერფი;

● ტერფმრუდობა;

● ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;

●  აქილევსის მყესის ანთება;

●  ქუსლის დეზი და სხვ.

როგორ ტარდება ტერფის დიაგნოსტიკა?

 

კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის კვლევასა და სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის გამოკვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში (სუპინატორი), რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ ტერფის კვლევაზე?

 

ტერფის დიაგნოსტიკა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. ტერფის დიაგნოსტიკის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:

● ტერფების დეფორმაციის ხარისხის;

ტერფის თაღის ფორმის;

● ყრდნობის ფართის;

● სიმძიმის ღერძის შესახებ და სხვ.

სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, კლინიკა ინდივიდუალური ღაბაშების (სუპინატორების) დამზადების შესაძლებლობასაც გთავაზობთ - ეს მკურნალობის პროცესს ორმაგად ეფექტურს ხდის და ტერფზე უკვე არსებულ პრობლემებს ამცირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827