ვისთვის არის საჭირო ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა?

გაბაში

ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა ბრტყელტერფიანობის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს. ამიტომ, მცირე პრობლემების შემთხვევაშიც კი ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება აუცილებელია, განსაკუთრებით, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

● ბრტყელტერფიანობა;

● პროფესიული და სპორტული დეფორმაციები ტერფზე;

● დიაბეტური ტერფი;

● აქილევსის მყესის ანთება;

● ქუსლის დეზი;

● პლანტარული ფასციიტი და სხვ.

მათ შორის ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი ყველაზე ხშირი ფორმა კი - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, როდესაც ტერფს რეგულარულად ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში.  კვლევა ძირითადად,  3-4 წლიდან ტარდება და ამისთვის აუცილებელია  ბავშვი  მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. “ახალი ხედვის” კლინიკაში ეს პროცესი იტალიური ფირმა Diasu-ს ულტრასენსორული აპარატით ტარდება, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. „ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - რაც სწორი დიაგნოზი დასმის წინაპირობაა. ტერფის დიაგნოსტიკის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც არის შესაძლებელი. ინდივიდუალური სუპინატორი უშუალოდ პაციენტის ტერფზეა მორგებული, რაც სხვადასხვა პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის ყველაზე ეფექტურია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოროშკინა
„ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?.. ის მომენტია, როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ“ - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...

სოცმედია 1776405969

პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354