ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ჯანმრთელობა • 1748420895
არაჯანსაღი ცხოვრების წესი, საოფისე სამუშაო, კომპიუტერთან საათობით არასწორ პოზაში ჯდომა, ჭარბი წონა და მჯდომარე სამუშაო დღესდღებით ზურგის ტკივილის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა გადატვირთული ფიზიკური დატვირთვის ან ავარიის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირდება. ზურგის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. ამ პრობლემის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად სახელდება:
● მჯდომარე ცხოვრების წესი;
● ხერხემლის პათოლოგიები;
● ფიზიკური დატვირთვა;
● პროფესიული საქმიანობა და სხვ.
ზურგის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები სხვადასხვა ორთოპედიულ საშუალებას ატარებენ. ორთოპედიული ქამრები ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - დამზადებულია ელასტიური ბამბის ქსოვილისაგან. კორსეტი უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალების, მალთაშუა დისკების) დაცვას და გამოიყენება ზურგისა და წელის არეში ტკივილის დროს. ხშირია მისი გამოყენება რევმატოლოგიური დაავადებებისა და ხერხემლის თიაქრის დროს.
● წელის კორსეტი დამატებითი ღვედებით - გამოიყენება სპორტული დაზიანებების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში. კორსეტს აქვს პლატმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები ფიქსაციის გაძლიერებისთვის.
● წელის კორსეტი მეტალის ჩანართით - 26 სმ ან 32 სმ სიგრძის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიქსაციას. გამოიყენება მალების მოტეხილობის ან დისკის თიაქრის დროს.
ორთოპედიულ პროდუქტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო პორტალზე - Infomedical.ge. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხერხემლის ნორმალური განვითარებისთვის ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ცურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977












