21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქმარი და მამამთილი დააკავეს - რა მოხდა ზუგდიდში

ძალადობა ზუგდიდი

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს.

 

თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.

ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი ეტყობა.  ქალი ამბობს, რომ  ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.

ჩემზე ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჩემზე მეუღლემ, დათა პაპავამ და მამათილმა, კობა პაპავამ იძალადეს. ძალადობა ჩვემი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ადგილზე იყო ჩემი დედამთილი, ეკატერინე თოდუა, რომელიც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის შვილი წაერთვათ. დაზიანებები აღმენიშნება, სილურჯეები მაქვს და ტკივილი აღმენიშნება ზურგის არეში"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი. 
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ  საქმის გამომძიებელი თედო თოდუა ძალადობაში მხილებულ ოჯახთან დაახლოებული პირია, ამიტომ 21 წლის ქალის ადვოკატი მის აცილებას მოითხოვს.

 

ზუგდიდის პოლიციის გამომძიებელმა, თედო თოდუამ ყვირილით, მუქარით აიძულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თამარ ბულია, რომ მას ბებიისთვის მიეცა შვილი. არადა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დედობის უფლება შეზღუდული არ არის. შესაბამისად, მის მიმართ, უკანონო ქმედება ჩაიდინა გამომძიებელმა. მან დაკავებულის მხარე დაიკავა - "შენც გაგიხორციელებია მუქარაო" ეუბნებოდა.

დღესვე შეგვაქვს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში, ბესიკ ქვარცხავასთან განცხადება, რომ საქმეს ჩამოაცილონ თედო თოდუა და მიიღოს კანონით გათვალისწინებული პასუხი. ეს არის პოლიცია და არა თედო თოდუას შპს, პოლიციელს კანონით უნდა ემოქმედა"- აცხადებს ადვოკატი. 
ძალადობას კატეგორიულად უარყოფს თამარ ბულიას დედამთილი.  ეკატერინე თოდუა ამტკიცებს, რომ დაზიანებები ახალგაზრდა ქალმა მაშინ მიიღო, როცა ის ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა.

 

ქალი ირწმუნება, რომ მოძალადე თავად მისი რძალია, რომელიც თოდუას მტკიცებით, ინცინდენტის დროს მასაც გაუსწორდა ფიზიკურად. ამასთან, დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ მისმა რძალდა ფიზიკურად იძალადა ქმარზეც, ადგილი ჰქონდა მუქარასაც.

 

1 კვირის წინ, თამარ ბულიამ ბავშვი გაიტაცა, მამამაც კი არ იცოდა, სად წაიყვანა მცირეწლოვანი. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა. "ბავშვიანად რომ არ გადამხტარიყო, ხელი მოვქაცეო"- ამბობს ჩემი შვილი. ჩემს შვილსაც აღენიშნება მისგან მიყენებული დაზიანებები. ემუქრებოდა.

 

ბავშვმა ორჯერ დაარტყა თავი, ბავშვს დავიცავ-თქო, მივედი ავტომობილის ფანჯარასთან, ბავშვისთვის თავის დაჭერა მინდოდა, რა დროსაც ცხვირ-პირში მლეწა. ცალკე ცხოვრება უნდა ამ გოგოს და ეს არის მისი მიზანი. ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ეს ტყუილი"- თქვა ქალმა. დაკავებული მამა-შვილი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ რამდენიმე საათში იმსჯელებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136