21 წლის ქართველი მანიაკის დაკავების ვიდეო - რა ვიცით „ყასაბზე“
კრიმინალი • 1721271517
ტერორიზმში ბრალდებულ, 21 წლის საქართველოს მოქალაქეს ხელბორკილები მოლდოვაში ჩასვლისთანავე დაადეს. მიხეილ ჩხიკვიშვილის დასაკავებლად, სპეცოპერაცია კიშინიოვის აეროპორტში ჩატარდა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერპოლით ძებნილის დაკავების ორდერი ამერიკელი სამართალდამცველებისგან მიიღეს. სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩხიკვიშვილი, რასობრივ ნიადაგზე, ბავშვების მოწამვლას გეგმავდა.
მიხეილ ჩხიკვიშვილი , კიშინიოვში სტამბოლიდან ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდა და ის პოლიციამ უკან გააბრუნა. თანმხლები პირის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია.
21 წლის ქართველის დაკავებაზე ინფორმაცია, საჯაროდ, ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხიკვიშვილმა გეგმა 2023 წლის ნოემბერში შეიმუშავა. ეძებდა თანამზრახველსაც, რომელიც, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმით, ბრუკლინის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში შევიდოდა და მოსწავლეებს მოწამლულ ტკბილეულს დაურიგებდა.
ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, მიხეილ ჩხიკვიშვილმა თანამზრახველი იპოვა. მოუყვა გეგმის შესახებ, თუმცა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვერსიით, ე.წ. მოკავშირე გადაცმული ოფიცერი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი სქემაც გაიშიფრა.
ამერიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ნეონაცისტური დაჯგუფების - "მანიაკთა მკვლელობების" კულტის ლიდერი იყო. ჯგუფის წევრების მიზანი წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი გზებით, საზოგადოებაში ქაოსისა და შიშის დანერგვაა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2021 წლიდან, მიხეილ ჩხიკვიშვილი მანიფესტს სახელწოდებით: "მოძულის სახელმძღვანელოს” ავრცელებდა. 21 წლის მამაკაცი სხვებსაც მასობრივი მკვლელობების ჩადენისკენ მოუწოდებდა. მიმდინარე გამოძიების ფარგებში, ამერიკელმა სამართალდამცველებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს.
ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ მიხელ ჩხიკვიშვილს ბრალი ძალადობრივი აქტების დაგეგმვის, მოწოდების, ასაფეთქებელი მასალების დამზადებისა და გამოყენების მუხლებით წარუდგინა.
მიხეილ ჩხიკვიშვილი თბილისში, საბურთალოს რაიონში ცხოვრობს. "კურიერი" მისამართზე მივიდა, თუმცა ბინის კარი არავინ გააღო. მეზობლები ჰყვებიან, რომ 21 წლის მამაკაცი, რამდენიმე დღეა, არ უნახავთ.
მიხეილ ჩხიკვიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკული მართლმსაჯულების მიხედვით, 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












