8 და 11 წლის მოზარდებს სექსუალური შინაარსის ფოტო-ვიდეოს გადაღებას აიძულებდა და თავადაც უგზავნიდა - ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული

მოზარდი ტელეფონი

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ TikTok-ის ყალბი ანგარიშებისა და WhatsApp-ის მეშვეობით 8 და 11 წლის მოზარდებს დაუკავშირდა.

ნდობის მოპოვების შემდეგ, იგი ბავშვებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას დამყარებას ცდილობდა:

დაზარალებულების ასაკის გამოყენებითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, იგი აიძულებდა მოზარდებს, ინტიმური შინაარსის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი) ფოტო-ვიდეო მასალა გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ;

ერთ-ერთ დაზარალებულს ბრალდებული თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს;

გარდა ამისა, მან არასრულწლოვნისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური ფოტოები მოზარდის დედას გადაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი — პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, გამოყენება და გავრცელება;  141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი — წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება; 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი — არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება.

აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე დაუსწრებლად აქვს შეფარდებული და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის ჩანიშვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყების განცხადებით, პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ბრალდებულის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325