ახალი დეტალები სოფელ კაბალიდან გატაცებულ 23 წლის გოგოზე
კრიმინალი • 1722261149
გატაცება სოფელ კაბალიდან – თელავის პოლიციის თანამშრომლები 23 წლის გუნელ გასანოვას მთელი კახეთის მასშტაბით ეძებენ. “პირველების” ინფორმაციით, ახალგაზრდა 28 ივლისს, საღამოს 7 საათზე იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ახალგაზრდა გოგო ბებიასთან ერთად საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
როგორც მეზობლები “პირველების” კორესპონდენტს უყვებიან, სწორედ ქუჩაში სეირნობის დროს გოგოს ახლობლად “მერსედესის” მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი პირი გადმოვიდა.
ირკვევა, რომ თავდაპირველად, სავარაუდო დამნაშავეები ბებიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას შემდეგ, რაც ხანშიშესული ქალი ცემის შედეგად მიწაზე დაეცა, ახალგაზრდა კაცმა გუნელ გასანოვა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და გაიტაცა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ქორწინების მოტივით გაიტაცეს. როგორც მეზობლები “პირველებთან” ამბობენ, გატაცებული გოგო და გამტაცებლები თანასოფლელები არიან, თუმცა მათ ერთმანეთთან არანაირი სახის კავშირი არ ჰქონიათ.
სოფლელია ვინც მოიტაცა. ბებია სახლში იყო. სამნი იყვნენ. ერთი მძღოლი იყო. ერთმანეთს არ იცნობდნენ, თანასოფლელები იყვნენ. გავიგეთ, რომ ავტომობილი თელავის სოფელ ყარაჯალაშია შესული. ავტომობილი იპოვეს და წაიყვანეს. მეზობლებს აქვთ კამერა, მაგრამ არ გვაჩვენეს”, – ამბობს მეზობელი.
საქმეში გუნელ გასანოვას ოჯახის ადვოკატიც ჩაერთო, რომელიც გატაცებული გოგონას ადგილსამყოფლის დადგენას და ახალგაზრდის სახლში დროულად დაბრუნებას ითხოვს.
მტკიცებულებებიც არ მინახია, არ გავრკვეულვარ. არ შევხვედრილვარ გამომძიებელს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მოტაცებული გოგოს ძებნა მიმდინარეობს, ამაზე კომპეტენტური მხარე არის პოლიცია, რომელმაც მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, უსწრაფეს და უმოკლეს დროში უნდა დაადგინოს გოგოს ადგილსამყოფელი, უნდა შეეცადოს, რომ უვნებელი დაუბრუნოს ოჯახს და მერე მიიღოს ზომები, როგორც დაკავების, ასევე პროცესის სამართლებრივი განვითარების”, – ამბობს ადვოკატი.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუხდენია არც ერთი პირის იდენტიფიცირება, რომელმაც 23 წლის გუნელ გასანოვა გაიტაცა.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












