„ამოღებულია „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ „მდმა“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები - დაკავებულია 11 პირი - შსს
კრიმინალი • 1762583488
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე, მარიხუანის, უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2006 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული ე.ა., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული ი.შ., 1995 წელს დაბადებული თ.ს., 2006 წელს დაბადებული ნ.კ., წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული ჯ.მ., და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული დ.კ., 2006 წელს დაბადებული ა.ე., 1981 წელს დაბადებული ვ.რ., 1992 წელს დაბადებული მ.ს.
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“, „მდმა“ და „მორფინი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება — ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეორგოლს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. უწყების ცნობით, ტიტულოვანმა ქარ...
სპორტი • 1788698182









