ამოღებულია "კოკაინი", "მდმა", "ლიზერგიდი", ფსიქოტროპული ნივთიერებები და "მარიხუანა" - დაკავებულებს შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა

ნარკოტიკები დაკავება

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის არიან იორდანიისა და რუსეთის მოქალაქეები.

 

უწყების ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია "კოკაინი", "მდმა", "ლიზერგიდი", ფსიქოტროპული ნივთიერებები და "მარიხუანა".

დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978 წელს დაბადებული კ.კ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული გ.კ. და იორდანიის მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ო.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი", "მდმა", "ლიზერგიდი", ფსიქოტროპული ნივთიერებები და "მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 18-260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335