ანტალიის აეროპორტში ყოფილმა პოლიციელმა საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლა
კრიმინალი • 1787739941
თურქეთში, ანტალიის აეროპორტის მე-2 ტერმინალის ავტოსადგომზე მკვლელობა მოხდა. 51 წლის ყოფილმა პოლიციელმა, ჰუსეინ დურმაზმა, თავისი კუთვნილი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 38 წლის ყოფილ პარტნიორს, საქართველოს მოქალაქე ელინა შენგუნს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, შენგუნი აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და თავდამსხმელთან ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. დურმაზი ქალზე სისტემატურად ახორციელებდა მუქარას. შემთხვევის დღეს იგი ჯერ შენგუნის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც იქ ვერ იპოვა, აეროპორტის ტერიტორიაზე მიაკითხა.
ავტოსადგომზე მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკებისას, დურმაზმა ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ორშვილიან ქალს თავის არეში ესროლა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დანაშაულის იარაღთან ერთად დააკავეს.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










