„არწმუნებდა, რომ თითქოს როგორც დეკანს, 3-5 000 ლარის სანაცვლოდ, გამოცდების გარეშე ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა შეეძლო“ - დაკავებულია თაღლითი

კრიმინალი 1674547006    265

პროკურატურის შენობა თბილისში

პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ თითქოს როგორც დეკანს, 3 000 - 5 000 ლარის სანაცვლოდ, გამოცდების გარეშე ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა შეეძლო.

გარდა ამისა, დაზარალებულებს ეუბნებოდა, რომ თითქოს "სტუდენტური პროგრამის" ფარგლებში, სტუდენტებისთვის ბინების მინიმალურ ფასად - დაახლოებით 7 000 -11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

"ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების - 3000 - 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. 

 

 

ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას - ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა", - წერია განცხადებაში. 
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ლარი კვლავ გაუფასურდა - ნახეთ, როგორია ვალუტის ახალი კურსი

8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7128 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9705 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.969...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701188480

aazre
ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიე...

განათლება 1701188286

lat
ჯაბა სამუშიამ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ედიტე მედნესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა...

განათლება 1701188200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 ნოემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოლოკოვის, ჯავის,...

საზოგადოება 1701187590

petre
"არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში" - პეტრე ცისკარიშვილი

„არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ  წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი. თავმჯდომარის  არჩევა მოხდება 2025 წლის იანვ...

პოლიტიკა 1701187421

კონცეპტი
თიბისი კონცეპტის 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქცია

თუ იპოთეკური სესხის პირობების გამო აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენთვის სასურველი ბინის შეძენა, თიბისი კონცეპტი 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლოთ სპეციალური, 0%-იანი თანამონაწილეობის შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701170082