აშშ-ის ფედერალურმა საიმიგრაციო სააგენტომ 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე დააკავა, რომელიც მანამდე ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევაში ფიგურირებდა

გოდერძი გუჯაბიძე

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფედერალურმა საიმიგრაციო სააგენტომ 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე დააკავა, რომელიც მანამდე ინდიანის შტატის გზატკეცილზე მომხდარ ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევაში ფიგურირებდა.

ავარიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუჯაბიძე თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს, რის შემდეგაც აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურმა გუჯაბიძის არ გაშვება მოითხოვა და ფედერალურმა სააგენტომ იგი მალევე დააკავა.

აშშ-ს ინდიანის შტატის ბუნის ოლქის შერიფის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გუჯაბიძე ავტომობილების გადამზიდ სატვირთოს მართავდა, როდესაც სამხედრო Humvee-სთან და თეთრი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილთან შეჯახება მოხდა. Humvee-ში ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი ისხდა, რომელთაგანაც 23 წლის ტერი ფრაი ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დანარჩენი სამი გვარდიელი კი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

 

Subaru-ს მძღოლი 51 წლის ვერონიკა ვებსტერი იყო, რომელსაც დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ხოლო გოდერძი გუჯაბიძე, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, შერიფის ოფისში გადაიყვანეს, სადაც თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს.

 

გამომძიებლები ამბობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. NewsNation-ის მიხედვით, გუჯაბიძე გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, ხოლო მისი მშობლიური ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის.

"ინდიანის ეროვნული გვარდიელი, ტერი ფრაი, ცოცხალი უნდა იყოს," დაწერა ინდიანის შტატის სენატორმა, ჯიმ ბენკსმა სოციალურ ქსელში და დაამატა, რომ სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისიას აშშ-ში არალეგალურად მყოფი ყოველი პირის დეპორტაციის შესახებ, "რათა ასეთი ტრაგედიები აღარასდროს მოხდეს."

თუმცა, ადგილობრივი რეპორტიორის ინდიანის შტატიდან, ეშტონ ჰეკმენის ცნობით, დაღუპული ტერი ფრაის ოჯახმა ითხოვა, რომ მათი ოჯახის წევრის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827