აშშ-ში ადამიანებით ვაჭრობის კრიმინალური ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი • 1751007491
აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) 19 ივნისს ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე დააკავა, რადგან მისი კრიმინალური წარსულის შესწავლის შემდეგ, იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ჩათვალეს.
გავრცელებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს დაკავებულის სურათები, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე მას უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია.
პოსტის მიხედვით, იგი წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და 25-წლიანი სასჯელისთვის ციხეში 9 წელი აქვს გატარებული. ამასთან, მას წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობაში.
დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღიარებული აქვს რუსულ КГБ-სთან მუშაობა.
ხოლო აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.
შიში, მეგალომანია თუ...- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის რეზიდენციის თავზე ცის დაკეტვას და სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ "რეჟიმის...
პოლიტიკა • 1776408026
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - თბილისის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკა...
კრიმინალი • 1776407392
20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ | ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლ...
განათლება • 1776407088
ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...
სოცმედია • 1776405969
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699












