აშშ-ში ორი ქართველი დააკავეს - პოლიციის ცნობით, ისინი მდიდრულ უბანში მორიგი ქურდობისთვის ემზადებოდნენ

ჩაგანავა ალექიძე აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ფეერფილდში, პოლიციამ ბრუკლინში მცხოვრები ორი კაცი - 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილები მდიდრულ უბანში მორიგი ქურდობისთვის ობიექტს არჩევდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავება რამდენიმე საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. თავდამსხმელების სამიზნეს ძვირფასეულობა წარმოადგენდა, ხოლო ქურდობები იმ დროს ხდებოდა, როდესაც სახლებში არავინ იმყოფებოდა.

გამოძიებამ დამნაშავეების იდენტიფიცირება ნომრის ამომცნობი ავტომატური კამერების (ALPR), სხვა მტკიცებულებებისა და რეგიონულ სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად შეძლო.

ფეერფილდის დეტექტივებმა და ბრიჯპორტის ავტომობილების ქურდობასთან ბრძოლის ჯგუფმა ეჭვმიტანილთა ავტომობილს მიადევნეს თვალი, როდესაც ისინი უბნის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ. პოლიციის განცხადებით, ავტომობილში მყოფი პირები აშკარად ეძებდნენ მორიგ სახლს გაქურდვის მიზნით.

სამართალდამცველებმა ავტომობილი შეაჩერეს და ორივე მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.

„ჩვენი მცხოვრებლები იმსახურებენ, რომ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავებს. როდესაც ფეერფილდში დანაშაულის სერია იკვეთება, ჩვენ ყველა საჭირო რესურსს მივმართავთ მის აღმოსაფხვრელად. ეს იყო ჩვენი დეტექტივების, საპატრულო ოფიცრებისა და პარტნიორების ერთობლივი გუნდური მუშაობის შედეგი“, — განაცხადა პოლიციის უფროსმა მაიკლ პარისმა.

ლევან ალექსიძესა და მამუკა ჩაგანავას ბრალად ედებათ პირველი ხარისხის შეთქმულება ქურდობის ჩასადენად. პოლიციის ცნობით, ორივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-დოლარიანი გირაო განისაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851