აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს ჯანდაცვის სისტემაში თაღლითური სქემით $1.3 მილიარდის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენეს

ერეკლე გუგავა თაღლითობა აშშ

ბოსტონის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ბრალი წაუყენა ფულის გათეთრების შეთქმულებაში, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის თაღლითურ სქემას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ მასაჩუსეტსის შტატის აშშ-ის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, გუგავა აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდა და დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების შემდეგ, 2025 წლის ივლისში, ქვეყნიდან გაიქცა.

საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, გუგავა ფულის გამთეთრებლად მუშაობდა უცხოეთში (მათ შორის რუსეთში) ბაზირებული დანაშაულებრივი ორგანიზაციისთვის. აღნიშნულმა ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემა, რომელსაც სამართალდამცავებმა „Operation Gold Rush“ უწოდეს.

საქმის მასალების მიხედვით: 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე გუგავა ფიქტიურად ფლობდა პენსილვანიაში დარეგისტრირებულ სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის კომპანიას — ND Medical Solutions, LLC (ND Medical). ამ 5 თვის განმავლობაში, ND Medical-მა წარადგინა სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნა სახელმწიფო პროგრამა Medicare-ში, კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და პროფკავშირულ ჯანდაცვის ფონდებში. სადაზღვევო კომპანიებმა კომპანიის ანგარიშებზე რეალურად გადარიცხეს დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი. გუგავამ ND Medical-ის სახელზე გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც ერთპიროვნული ხელომწერის უფლებით სარგებლობდა. მასზე ირიცხებოდა სადაზღვევო ჩეკები, რის შემდეგაც თანხები უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით თეთრდებოდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციას გადაეცემოდა.

ყალბი ანგარიშ-ფაქტურების მისათვისებლად, დანაშაულებრივი ჯგუფი მასაჩუსეტსისა და აშშ-ის სხვა შტატების მცხოვრებთა (მათ შორის ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) მოპარულ პერსონალურ მონაცემებს იყენებდა.

მოქალაქეებმა Medicare-ისგან მიიღეს ცნობები ისეთი სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ ND Medical-ისგან, რაც მათ რეალურად არასდროს შეუკვეთავთ და ისეთი ექიმებისგან, რომლებთანაც ვიზიტზე არასდროს ყოფილან.

გამოძიების განმარტებით, ჯანდაცვის სფეროდან მოპოვებული უკანონო შემოსავლები განსაკუთრებით ადვილი გასათეთრებელი იყო, ვინაიდან თანხები ოფიციალური სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო წყაროებიდან ირიცხებოდა, რაც მათ თავიდანვე ლეგალურ იერსახეს აძლევდა.

ფულის გათეთრების შეთქმულების ბრალდება ითვალისწინებს: 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; 3 წლით ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას; ჯარიმას 500,000 დოლარამდე, ან გათეთრებული თანხის ორმაგი ოდენობით.

საბოლოო სასჯელს აშშ-ის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე კანონმდებლობისა და სასჯელის დანიშვნის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად დაადგენს.

მასაჩუსეტსის შტატის აშშ-ის ოლქის პროკურატურა გავრცელებულ ცნობაში აზუსტებს, რომ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი დეტალები წარმოადგენს ბრალდებებს. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში არ დამტკიცდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325